პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ზოგადი დებულებები
  1. წინამდებარე პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) ადგენს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა და მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, აღრიცხვის/ჩაწერის, ორგანიზების და შენახვის ძირითად წესებს. ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლებს, მიზანს, წყაროს, მიმღებს და შპს „ბაკურ სუალაკაურის გამომცემლობის“ მომსახურების მიღების
    დროს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პირობებს.
  2. შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის მიზნით.
  3. შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”-ის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე წვდომით/გამოყენებით პირი ადასტურებს, რომ გაეცნო, წინამდებარე პოლიტიკას, მასში ასახული პირობები გასაგები და ნათელია და ეთანხმება მათ. ასევე, შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”-ის სისტემაში რეგისტრაციისა და მომსახურებებით სარგებლობის დაწყების შემდგომ, აღნიშნული პოლიტიკა ხდება მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად.
  4. წინამდებარე დოკუმენტი განკუთვნილია:
    • შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”-ის კლიენტებისთვის (მათ შორის, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი).
    • კლიენტის კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის.
    • ნებისმიერი პირისთვის, რომელიც უკავშირდება. შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”-ს ან/და გამოხატავს ინტერესს კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.
    • სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”-ს პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად ან პროდუქტების გასაუმჯობესებლად.