მკითხველის თარო

რუბრიკაში – “მკითხველის თარო” სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდებით და მათ მრავალფეროვან ლიტერატურულ გემოვნებას გაეცნობით.
ვენერო მელუა – კონტენტ კრეატორი, ფემინისტი, აქტივისტი და მკითხველი. როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით უყვარს და მუდმივად ეძებს ქალ ავტორებს.
არუნდატი როი – უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო
არუნდატი როი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ხმაა მსოფლიო ლიტერატურაში. ეს ავტორი „წვრილმანების ღმერთის“ წაკითხვით გავიცანი და სამუდამოდ შევიყვარე.
როის “უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო” ბევრჯერ გაგიტეხთ და გაგიმთელებთ გულს, როცა იმ პერსონაჟებს შეხვდებით, რომლებიც ერთმანეთს საზოგადოებისგან შორს, პერიფერიებში პოულობენ. გაიცნობთ ინდოეთსაც, შეიყვარებთ მის მრავალფეროვნებას. და რაც მთავარია, არასდროს დაგავიწყდებათ ანჯუმი.
არუნდატი როი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ხმაა მსოფლიო ლიტერატურაში. ეს ავტორი „წვრილმანების ღმერთის“ წაკითხვით გავიცანი და სამუდამოდ შევიყვარე.
როის “უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო” ბევრჯერ გაგიტეხთ და გაგიმთელებთ გულს, როცა იმ პერსონაჟებს შეხვდებით, რომლებიც ერთმანეთს საზოგადოებისგან შორს, პერიფერიებში პოულობენ. გაიცნობთ ინდოეთსაც, შეიყვარებთ მის მრავალფეროვნებას. და რაც მთავარია, არასდროს დაგავიწყდებათ ანჯუმი.
ზეიდი სმითი – მშვენიერებაზედ
ზეიდი სმითი „თეთრი კბილებით“ გავიცანი და მაშინვე მოიგო ჩემი გული, როგორც კომპლექსურმა, საინტერესო და ნიჭიერმა ავტორმა. სმითი ჩემთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა, გენდერი, რასა და ეთნოსი, გამორჩეული სისავსით და მგრძნობელობით წერს. „მშვენიერებაზედ“ მისი მეორე, ძალიან გახმაურებული და წარმატებული რომანია, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს და აუცილებლად წასაკითხი წიგნების თაროზე მიდევს.
ზეიდი სმითი „თეთრი კბილებით“ გავიცანი და მაშინვე მოიგო ჩემი გული, როგორც კომპლექსურმა, საინტერესო და ნიჭიერმა ავტორმა. სმითი ჩემთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა, გენდერი,
რასა და ეთნოსი, გამორჩეული სისავსით და მგრძნობელობით წერს. „მშვენიერებაზედ“ მისი მეორე, ძალიან გახმაურებული და წარმატებული რომანია, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს და აუცილებლად წასაკითხი წიგნების თაროზე მიდევს.
ვირჟინი დეპანტი – თეორია კინგ კონგი
მე არასდროს გამიგონია ვირჟინი დეპანტზე უფრო გაბედული, მამაცი, პირდაპირი, მეამბოხე და მებრძოლი ფემინისტური ხმა. მისი გამაყრუებელი ხმამაღლობით დეპანტი საზოგადოებრივი სტიგმებისგან დაგმანულ ჩვენს ყურებში აღწევს და გვაგონებს მის სათქმელს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალობა, პროსტიტუცია, გაუპატიურება, ქალობის მრავალშრიანობა და კომპლექსურობა. თუკი გსურთ, გაიცნოთ ავტორი, რომლის სიტყვებიც თქვენს ხედვებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით ამოაყირავებს, „თეორია კინგ კონგი“ უნდა წაიკითხოთ
მე არასდროს გამიგონია ვირჟინი დეპანტზე უფრო გაბედული, მამაცი, პირდაპირი, მეამბოხე და მებრძოლი ფემინისტური ხმა. მისი გამაყრუებელი ხმამაღლობით დეპანტი საზოგადოებრივი სტიგმებისგან დაგმანულ ჩვენს ყურებში აღწევს და გვაგონებს მის სათქმელს
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალობა, პროსტიტუცია, გაუპატიურება, ქალობის მრავალშრიანობა და კომპლექსურობა. თუკი გსურთ, გაიცნოთ ავტორი, რომლის სიტყვებიც თქვენს ხედვებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით ამოაყირავებს, „თეორია კინგ კონგი“ უნდა წაიკითხოთ
სიმონ დე ბოვუარი – მეორე სქესი
ქალთა ჩაგვრის გამორჩეული ფილოსოფიური ანალიზი, რომელმაც ერთის მხრივ დროს გაუძლო და მეორეს მხრივ, შექმნა ფემინისტური ფიქრისა და კვლევის სამომავლო საფუძველი. „ადამიანი არ იბადება ქალად, არამედ ხდება ქალი” – ამბობს ბოვუარი ჯერ კიდევ მაშინ, როცა გენდერის სოციალური იდეა არც კი არსებობს. ამიტომაც უწოდებენ ამ წიგნს ფემინიზმის ბიბლიას და ამიტომაც ვკითხულობთ დღემდე, ახლა უკვე ქართულად.
ქალთა ჩაგვრის გამორჩეული ფილოსოფიური ანალიზი, რომელმაც ერთის მხრივ დროს გაუძლო და მეორეს მხრივ, შექმნა ფემინისტური ფიქრისა და კვლევის სამომავლო საფუძველი. „ადამიანი არ იბადება ქალად, არამედ ხდება ქალი” – ამბობს ბოვუარი ჯერ კიდევ მაშინ,
როცა გენდერის სოციალური იდეა არც კი არსებობს. ამიტომაც უწოდებენ ამ წიგნს ფემინიზმის ბიბლიას და ამიტომაც ვკითხულობთ დღემდე, ახლა უკვე ქართულად.
ლუიზა მეი ოლკოტი – პატარა ქალები
„პატარა ქალები“ ჩემს, როგორც მკითხველის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მშვენიერი გამოცდილებაა. როცა ოლკოტზე და ამ წიგნზე ვფიქრობ, ყოველთვის სიკეთითა და სიყვარულით ვივსები. ვფიქრობ, რომ „პატარა ქალები“ ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს წაკითხული, რადგან ამ წიგნში ყველა ჩვენგანის ადგილია.
„პატარა ქალები“ ჩემს, როგორც მკითხველის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მშვენიერი გამოცდილებაა. როცა ოლკოტზე და ამ წიგნზე ვფიქრობ, ყოველთვის სიკეთითა და სიყვარულით ვივსები. ვფიქრობ, რომ „პატარა ქალები“ ყველა გოგოს
უნდა ჰქონდეს წაკითხული, რადგან ამ წიგნში ყველა ჩვენგანის ადგილია.