ბაზრობა
გეპატიჟებით მკითხველის ყველაზე საყვარელ დღესასწაულზე – 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება!
„სულაკაურის გამომცემლობა“, ტრადიციულად, მრავალი სიახლითა და სიურპრიზით გიმასპინძლებთ. გვექნება ფასდაკლება თითოეულ წიგნზე და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შეთავაზებებიც. დაგახვედრებთ როგორც ახალ, ისე თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ ლიტერატურას.
ახალი წიგნები სულაკაურის გამომცემლობისგან
„სულაკაურის გამომცემლობის“ სტენდთან დაგხვდებათ ახალი თარგმანები და ის მონატრებული წიგნები, რომელთა ტირაჟი ამოწურული იყო.
ჰემინგუეის ლიტერატურის მოყვარულებს „კილიმანჯაროს თოვლის” ახალი თარგმანით გაგახარებთ, მურაკამის ერთგულ მკითხველს კი ახალი წიგნი, „ქალაქის უნდო გალავანი” ელის.
სიახლეებს აღმოაჩენთ თქვენს საყვარელ სერიებშიც: „მსოფლიო კლასიკის” ლიტერატურას შეემატება ფიოდორ დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”; პირველად ითარგმნება და დაიბეჭდება ალესანდრო მანძონის „დანიშნულნი”.
სერია „ლიტოდისეაში” ნახავთ ორ სიახლეს – ისმაილ კადარეს „ვინ დააბრუნა დორუნტინა?” და ნაჯიბ მაჰფუზის „ქურდი და ძაღლები”.
სიახლეებს აღმოაჩენთ თქვენს საყვარელ სერიებშიც: „მსოფლიო კლასიკის” ლიტერატურას შეემატება ფიოდორ დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”; პირველად ითარგმნება და დაიბეჭდება ალესანდრო მანძონის „დანიშნულნი”.
სერია „ლიტოდისეაში” ნახავთ ორ სიახლეს – ისმაილ კადარეს „ვინ დააბრუნა დორუნტინა?” და ნაჯიბ მაჰფუზის „ქურდი და ძაღლები”.
ხელახლა გამოიცემა ყველასთვის საყვარელი ავტორების, თომას მანის „ჯადოსნური მთა” და უილიამ ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარება”. ტირაჟი განახლდება მკითხველის ფავორიტ წიგნებზეც, ესენია: ჯეიმზ ჯოისის „ულისე”, მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა”, ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ”, ფრანც კაფკას „ამერიკა” და ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის” პირველი ნაწილი.
პირველად ითარგმნება და სერია „აკადემიაში” დაიბეჭდება იუვალ ნოახ ჰარარის „ნექსუსი”.
სიახლეები გელით ქართული ლიტერატურის მკითხველსაც. „ვკითხულობ ქართულის” თაროებზე ლაშა ბუღაძის „დამკვირვებელი” და დათო ტურაშვილის „ციცინათელების ქვეყანა” დაგხვდებათ.
არაერთი ახალი წიგნით გავახარებთ ბავშვებსაც. სიახლეები გვექნება როგორც მხატვრულ, ისე შემეცნებით და საგანმანათლებლო ლიტერატურაში.
„მოსწავლის ბიბლიოთეკას” დაემატება ქართველი ავტორის, მარიამ სიხარულიძის „მაწანწალა ზურიკოს თავგადასავალი” და ჰანს მაგნუს ენცესბერგერის „მათემატიკოსი ჭინკა: მოგზაურობა რიცხვების სამყაროში”. ახალი წიგნებით გამდიდრდება სერიები „პატარა ამბები” და „უკვე ჩემით ვკითხულობ”. ხოლო კომიქსების გულშემატკივრებს „დოგმენისა” და „ლოკის” თავგადასავლების გაგრძელება გელით.
„მოსწავლის ბიბლიოთეკას” დაემატება ქართველი
ავტორის, მარიამ სიხარულიძის „მაწანწალა ზურიკოს თავგადასავალი” და ჰანს მაგნუს ენცესბერგერის „მათემატიკოსი ჭინკა: მოგზაურობა რიცხვების სამყაროში”. ახალი წიგნებით გამდიდრდება სერიები „პატარა ამბები” და „უკვე ჩემით ვკითხულობ”. ხოლო კომიქსების გულშემატკივრებს „დოგმენისა” და „ლოკის” თავგადასავლების გაგრძელება გელით.
შეთავაზებები, ღონისძიებები და აქტივობები:
გარდა ერთად თავმოყრილი უამრავი წიგნისა მთავარ სცენაზე, საბავშვო სივრცეში და სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან არაერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა დაგხვდებათ:
„ლიტერატურული ბინგო” – გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან წიგნებით. (მთვარი სცენა)
კითხვის საათები ბავშვებისთვის. ერთად წავიკითხავთ „ბურდღუნა ბრუნოს ერთგულ მეგობრებსა” და „ლარი ლუზერს”. (საბავშვო სივრცე)
ლაშა ბუღაძის ახალი წიგნის „დამკვირვებლის” წარდგენა. მოდერატორი – მაშო სამადაშვილი. (მთავარი სცენა)
დისკუსია, სახელად „ომი ქალების თვალით”. მონაწილეობას მიიღებენ წიგნის – „უკანასკნელი ღამე დედამიწაზე” – ავტორები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. (მთავარი სცენა)
რა თქმა უნდა, როგორც წინა ბაზრობაზე, ახლაც გვექნება „ბედნიერი საათები”, რომლის ფარგლებშიც, გარდა ყოველდღიური ფასდაკლებისა, თქვენი საყვარელი წიგნების შეძენას განსაკუთრებულ ფასად შეძლებთ. (სულაკაურის გამომცემლობის სტენდი)
ღონისძიებებსა და „ბედნიერ საათებზე“ დეტალური ინფორმაცია მალე დაემატება.
გელოდებით 23-26 აპრილს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში (წერეთლის 116, თბილისი).