შეერთებული შტატები
0 books
რობერტ ბლოხი
1917 – 1994
რობერტ ბლოხი – ფენტეზის, კრიმინალური და საშინელებათა ჟანრებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საკულტო მწერალი.
ახალგაზრდობაში ის ჰოვარდ ლავკრაფტის გარემოცვაში ტრიალებდა და ე.წ. „ლავკრაფტის წრის“ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრიც იყო.
მისი „ფსიქოპათი“ თავის ჟანრში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად ითვლება. ამ უკანასკნელზე 1960 წელს ალფრედ ჰიჩკოკმა არანაკლებ გენიალური ფილმი გადაიღო, რითაც ბლოხის სახელი სამუდამოდ უკვდავყო.