იაპონელი ავტორები
ალბათ, ყველას გაქვთ საყვარელი, ამოჩემებული კვების ობიექტი, სადაც როცა არ უნდა წახვიდეთ და რა კერძიც არ უნდა დააგემოვნოთ, წინასწარ იცით, რომ უგემრიელესი იქნება. იაპონური ლიტერატურა სწორედ ასეთ კვების ობიექტს ჰგავს – გარედან თითქოს ჩვეულებრივი რესტორანია, მაგრამ როგორც კი ფეხს შეაბიჯებ, გემოების და არომატების ისეთი წარმოუდგენელი ნაზავი შთანგთქავს, ყველაფრის გადაჭმას მოგანდომებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ თუ იაპონურმა ლიტერატურამ ერთხელ მაინც გაგასინჯა თავისი თავი, მერე რაღაც ფანტომურ აკვიატებასავით შეგიჩნდება და გინდა არ გინდა, მუდმივად თავისკენ გექაჩება.
მინდა გაგიზიაროთ ხუთი ფავორიტი წიგნი, რომლებიც იაპონური ლიტერატურის “კურდღლის სოროში” ამოგაყოფინებთ თავს.
„კაფკა პლაჟზე“ – ჰარუკი მურაკამი
თუ ოდესმე მკითხავთ, რომელმა წიგნმა შემძრა თავფეხიანად, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ “კაფკა პლაჟზემ”. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს მურაკამი სრულიად ჩვეულებრივი, მშვიდი თხრობის მანერით ასეთი შემზარავი ამბების ქსელში გატაროს. მთელი წიგნი უძრავ ტბაში ცურვას ჰგავს, სადაც ყოველ ხუთ მეტრში ერთმანეთზე უფრო ღრმა მორევი გითრევს, სადრაც ფსკერზე მიგაქროლებს და მერე ისევ წყლის ზედაპირზე გაბრუნებს, ვითომ არც არაფერი მომხდარაო.
„კაფკა პლაჟზე” მკითხველს აუცილებლად მოაგონებს ოიდიპოსის მითს, თუმცა წიგნში მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება. ეს არის სამყარო, სადაც დროს სულ სხვა სიბრტყე და ფორმა აქვს, სადაც რეალობასა და სიზმარს შორის ზღვარი მუდმივად იშლება და სადაც კატები ლაპარაკობენ! ამ სამყაროში ყველგან კატები არიან – ფუმფულები, ანჩხლები და იდუმალი კატები. ამ ყველაფრის ცენტრში კი 15 წლის ბიჭი დგას, უჩვეულო სახელით – კაფკა.
თუ ოდესმე მკითხავთ, რომელმა წიგნმა შემძრა თავფეხიანად, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ “კაფკა პლაჟზემ”. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს მურაკამი სრულიად ჩვეულებრივი, მშვიდი თხრობის მანერით ასეთი შემზარავი ამბების
ქსელში გატაროს. მთელი წიგნი უძრავ ტბაში ცურვას ჰგავს, სადაც ყოველ ხუთ მეტრში ერთმანეთზე უფრო ღრმა მორევი გითრევს, სადრაც ფსკერზე მიგაქროლებს და მერე ისევ წყლის ზედაპირზე გაბრუნებს, ვითომ არც არაფერი მომხდარაო.
„კაფკა პლაჟზე” მკითხველს აუცილებლად მოაგონებს ოიდიპოსის მითს, თუმცა წიგნში მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება. ეს არის სამყარო, სადაც დროს სულ სხვა სიბრტყე და ფორმა აქვს, სადაც რეალობასა და სიზმარს შორის ზღვარი მუდმივად იშლება და სადაც კატები ლაპარაკობენ! ამ სამყაროში ყველგან კატები არიან – ფუმფულები, ანჩხლები და იდუმალი კატები. ამ ყველაფრის ცენტრში კი 15 წლის ბიჭი დგას, უჩვეულო სახელით – კაფკა.
“და როცა ქარიშხალი ჩადგება, ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი. იმასაც კი ვერ დაიჯერებ, რომ ქარიშხალი ჩადგა. მაგრამ, ერთი რამ ცხადი იქნება. გრიგალს რომ თავს დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები“. – ეს ალბათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ციტატაა. “კაფკა პლაჟზე” ეს არ არის წიგნი, რომელიც უბრალოდ უნდა წაიკითხო – ესაა წიგნი, რომელიც თავს უნდა გადაგხდეს.
„კომანდორის მკვლელობა“ – ჰარუკი მურაკამი
მახსოვს, წიგნი რომ დავხურე, დიდხანს მეჭირა ხელში და ვფიქრობდი, რა წავიკითხე. მერე რაღაც პერიოდი ვერც ერთ სხვა წიგნს ვერ მივეკარე. მურაკამს ხომ ზოგადად ასეთი მაგია აქვს – ჯერ მიგიტყუებს, მერე თავს ერთი ამოსუნთქვით წაგაკითხებს, თავიდან ბოლომდე გაგახვევს ერთი მეორეზე უცნაურ ამბებში, ჭუპრივით შემოგეკვრება და ისე აღმოგაჩენს ბოლო გვერდზე, ვერც კი გაიგებ. აი მოდი და მერე სცადე რამე სხვა წიგნის დაწყება – უბრალოდ არ გამოგივვა.„კომანდორის მკლელობა” უნებურად ისეთ გამოცდილებას გძენს, როგორსაც ვერ წარმოიდგენდი. ხელში ფუნჯი არასდროს მჭერია, მაგრამ კითხვის პროცესში მუდმივად ვგრძნობდი საღებავების სუნს, თითქოს მე ვიდექი იმ პალიტრასთან და ტილოზე ფერებს ვანაწილებდი. მთის კალთაზე მარტოს არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ვიცი რა სუნი აქვს ხეობაში ჩამოწოლილ ნისლს. სხეულის ყველა უჯრედით შემიძლია სრული წყვდიადის შეგრძნება და სპორტული მანქანის მოტორის ხმა.
მახსოვს, წიგნი რომ დავხურე, დიდხანს მეჭირა ხელში და ვფიქრობდი, რა წავიკითხე. მერე რაღაც პერიოდი ვერც ერთ სხვა წიგნს ვერ მივეკარე. მურაკამს ხომ ზოგადად ასეთი მაგია აქვს – ჯერ მიგიტყუებს, მერე თავს ერთი ამოსუნთქვით
წაგაკითხებს, თავიდან ბოლომდე გაგახვევს ერთი მეორეზე უცნაურ ამბებში, ჭუპრივით შემოგეკვრება და ისე აღმოგაჩენს ბოლო გვერდზე, ვერც კი გაიგებ. აი მოდი და მერე სცადე რამე სხვა წიგნის დაწყება – უბრალოდ არ გამოგივვა.„კომანდორის მკლელობა” უნებურად ისეთ გამოცდილებას გძენს, როგორსაც ვერ წარმოიდგენდი. ხელში ფუნჯი არასდროს მჭერია, მაგრამ კითხვის პროცესში მუდმივად ვგრძნობდი საღებავების სუნს, თითქოს მე ვიდექი იმ პალიტრასთან და ტილოზე ფერებს ვანაწილებდი. მთის კალთაზე მარტოს არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ვიცი რა სუნი აქვს ხეობაში ჩამოწოლილ ნისლს. სხეულის ყველა უჯრედით შემიძლია სრული წყვდიადის შეგრძნება და სპორტული მანქანის მოტორის ხმა.
ყველაფერი იწყება იმით, რომ განქორწინების შემდეგ, პორტრეტების მხატვარი მთაში, განმარტოებით იწყებს ცხოვრებას და ნელ-ნელა ერთმანეთზე უცნაურ ამბებში ეხვევა – გაურკვეველი ზარის წკრიალის ხმა ღამღამობით, ბურუსით მოცული ნახატი, იდუმალი მეზობელი, უცნაური ორმო, ხორცშესხმული იდეები, მეტაფორები, პორტალები და თავად კომანდორი!
მურაკამი ქმნის სამყაროს, სადაც თითქოს არაფერი ხდება, და ამ დროს, ისეთ ღრმად გელექება ქვეცნობიერის შრეებში, საკუთარ თავში ჩაძვრომა და ქექვა გარდაუვალი ხდება. სწორედ ესაა ამ წიგნის მთელი ხიბლი.
„ნორვეგიული ტყე“ – ჰარუკი მურაკამი
ისე მოხდა, რომ “ნორვეგიულ ტყე” ორჯერ შემომეკითხა. ამ წიგნს ერთი განსაკუთრებული გვერდითი ეფექტი აქვს – დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხოვრების რა ეტაპზე წაიკითხავ. პირველად ბევრი წლის წინ ჩამივარდა ხელში. თავფეხიანად შემისრუტა და კარგადაც გამაბრაზა. ზოგადად, მერყევი ხასიათის პერსონაჟებს დიდად არ ვწყალობ და მაშინ ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამძაფრებული მქონდა. გვერდებს ელვის სისწრაფით მივუყვებოდი და სულისშეხუთვამდე მაინტერესებდა ამბავი როგორ დასრულდებოდა. პერსონაჟზე ბრაზი კიდევ დიდხანს გამყვა. მეორედ სულ ახლახან, გადავიკითხე. არ ვიცი, ასაკი მომემატა თუ პრიორიტეტები შემეცვალა, პერსონაჟები იმდენად ნაცნობები, იმდენად ბუნებრივები გახდნენ, მათი თითოეული ნაბიჯი თუ ნათქვამი სიტყვა მტკივნეულად ნაცნობი აღმოჩნდა. აქვე ავღნიშნავ, რომ წიგნში მურაკამის ჩვეული მისტიკურობა და ალეგორიებით გაჯერებული მაგია არ გვხვდება, რაც სიუჟეტს უფრო რეალურს და მტკივნეულად ნაცნობს ხდის.
ისე მოხდა, რომ “ნორვეგიულ ტყე” ორჯერ შემომეკითხა. ამ წიგნს ერთი განსაკუთრებული გვერდითი ეფექტი აქვს – დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხოვრების რა ეტაპზე წაიკითხავ. პირველად ბევრი წლის წინ ჩამივარდა ხელში. თავფეხიანად შემისრუტა და კარგადაც გამაბრაზა.
ზოგადად, მერყევი ხასიათის პერსონაჟებს დიდად არ ვწყალობ და მაშინ ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამძაფრებული მქონდა. გვერდებს ელვის სისწრაფით მივუყვებოდი და სულისშეხუთვამდე მაინტერესებდა ამბავი როგორ დასრულდებოდა. პერსონაჟზე ბრაზი კიდევ დიდხანს გამყვა. მეორედ სულ ახლახან, გადავიკითხე. არ ვიცი, ასაკი მომემატა თუ პრიორიტეტები შემეცვალა, პერსონაჟები იმდენად ნაცნობები, იმდენად ბუნებრივები გახდნენ, მათი თითოეული ნაბიჯი თუ ნათქვამი სიტყვა მტკივნეულად ნაცნობი აღმოჩნდა. აქვე ავღნიშნავ, რომ წიგნში მურაკამის ჩვეული მისტიკურობა და ალეგორიებით გაჯერებული მაგია არ გვხვდება, რაც სიუჟეტს უფრო რეალურს და მტკივნეულად ნაცნობს ხდის.
„ნორვეგიული ტყე” – ეს ის წიგნი არაა, რომელიც მხოლოდ ამბავს მოგითხრობს და წინასწარ იცი, რა როგორ დასრულდება. პირიქით, ეს ის წიგნია, რომელიც გაიძულებს პერსონაჟების შინაგან მოგზაურობას ფეხი აუწყო და კარადაში შემალულ საკუთარ შიშებს თუ კომპლექსებსაც თვალი გაუსწორო. კითხვის პროცესში თითქოს შენც სასიყვარულო სამკუთხედში ეხვევი და მუდმივად ეკითხები შენს თავს: რომელი ხარ, ვატანაბე, ნაოკო თუ მიდორი? აქ ყველაფერი ისეთი რეალურია, იმდენად ნაცნობი, პირადად შენ თუ არა, შენც ნაცნობს მაინც გადახდენია და ალბათ ამიტომ ახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას.
„ნორვეგიული ტყე” რაღაც კუთხით სარკეს ჰგავს. სარკეს, რომელში ჩახედვაც არ გვინდა, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ აუცილებელია. მოგვეწონება თუ არა ის ანარეკლი, რასაც მასში დავინახავთ, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
„სამოთხე“ – მიეკო კავაკამი
როცა კავაკამი პირველად ჩამივარდა ხელში, პირველი თხუთმეტი გვერდის წაკითხვის შემდეგ უკვე ვიცოდი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ავტორი გახდებოდა. არც შევმცდარვარ. როგორ წერს?
მიეკო კავაკამი ბასრი, უჟანგავი ფოლადისგან გამოჭედილი და მზის სხივებქვეშ ალაპლაპებული ცელია, ხოლო მკითხველი – პურის ყანაში აბიბინებული ხორბლის ღერო, თავთავს მშვიდად რომ არხევს და ჯერ არ იცის ის ცელი რას დამართებს.
იშვიათად შემხვედრია ავტორი, რომელსაც შეუძლია შემზარავი ამბავი ასე მარტივად, სრულიად ყოფითი ენით აღწეროს. “სამოთხეში” ვერ ნახავთ დრამატულად გადაპრანჭულ პასაჟებს, რომელიც მხოლოდ მკითხველში ემოციის გაღვიძებას ემსახურება და რეალურად არაფერს აღძრავს. ამის ნაცვლად, კავაკამი სიტყვებს არბალეტის ისრებივით იყენებს და ყველაზე მტკივნეულ წერტილებში გახვედრებს.
როცა კავაკამი პირველად ჩამივარდა ხელში, პირველი თხუთმეტი გვერდის წაკითხვის შემდეგ უკვე ვიცოდი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ავტორი გახდებოდა. არც შევმცდარვარ. როგორ წერს?
მიეკო კავაკამი ბასრი, უჟანგავი ფოლადისგან გამოჭედილი და მზის სხივებქვეშ ალაპლაპებული ცელია, ხოლო მკითხველი – პურის ყანაში აბიბინებული ხორბლის ღერო, თავთავს მშვიდად რომ არხევს და ჯერ არ იცის ის ცელი რას დამართებს.
ძალიან რთულია მოზარდების ჩაგვრაზე და სკოლებში არსებულ ძალადობაზე წერო ისე, რომ არც ხელოვნური სიმძაფრე შექმნა და არც მსუბუქად ილაპარაკო და სიმძიმე გამოაცალო. კავაკამი ამ მხრივ ჯადოქარია – მთელი წიგნი ბეწვის ხიდზე გადის და არსად, არც ერთ ადგილას არ კარგავს ამ ოქროს შუალედს.
იშვიათად შემხვედრია ავტორი, რომელსაც შეუძლია შემზარავი ამბავი ასე მარტივად, სრულიად ყოფითი ენით აღწეროს. “სამოთხეში” ვერ ნახავთ დრამატულად გადაპრანჭულ პასაჟებს, რომელიც მხოლოდ მკითხველში ემოციის გაღვიძებას ემსახურება და რეალურად არაფერს აღძრავს. ამის ნაცვლად, კავაკამი სიტყვებს არბალეტის ისრებივით იყენებს და ყველაზე მტკივნეულ წერტილებში გახვედრებს.
ასეთ წიგნებზე ამბობენ ერთი ამოსუნთქვით იკითხებაო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ერთი ჩასუნთქვით წასაკითხი წიგნია. იმიტომ, რომ პირველივე გვერდებიდან სუნთქვას შეგიკრავთ და ფინალამდე ამოსუნთქვის უფლებას არ მოგცემთ.
ჩემი პირადი, სუბიექტური რჩევა იქნება, რომ მიუხედავად სიმძიმისა, კავაკამის “სამოთხე” როგორც მოზარდებმა, ასევე ყველა მოზარდის მშობელმა უნდა წაიკითხოს.
„გაზაფხულის თოვლი” – იუკიო მიშიმა
წიგნების თაროზე სულ მაქვს ერთი-ორი ისეთი წიგნი, რომელსაც განსაკუთრებული პერიოდისთვის ვინახავ. ასეთი წიგნები იშვიათ შოკოლადს გვანან – თან ერთი სული გაქვს გადასანსლო და თან, წინასწარ იცი, რომ თუ შეჭამ, მერე ინანებ, ნეტავ ცოტა მომეტოვებინაო. “გაზაფხულის თოვლი” სწორედ ასეთი გემრიელი ნუგბარი იყო, ტკბილ ლუკმად მოტოვებული და რომელიც მხოლოდ “გაჭენებული ცხენების” (ტეტრალოგიის მეორე ტომის) გამოსვლის შემდეგ გადავშალე.
იუკიო მიშიმა ყველა იაპონელი ავტორისგან ალბათ იმით გამოირჩევა, რომ თავიდანვე, პირველივე გვერდებიდან გახვევს თავბრუდამხვევ სამყაროში. არ გაცდის დინებაში ნელ-ნელა, ფრთხილად შეცურო. ქეჩოში ჩაგავლებს ხელს და პირდაპირ თაიშოს ეპოქის იაპონიაში მოგისვრის. თან არ დაგინდობს, არ შეგამზადებს იმისთის, წინ რა გელოდება. იაპონური არისტოკრატია, აკრძალული გრძნობები, მომაკვდავი ეტიკეტი და ამ ყველაფრის ფონზე განვითარებული ემოციური და მწველი სიყვარულის ისტორია. ამბის მთავარი
წიგნების თაროზე სულ მაქვს ერთი-ორი ისეთი წიგნი, რომელსაც განსაკუთრებული პერიოდისთვის ვინახავ. ასეთი წიგნები იშვიათ შოკოლადს გვანან – თან ერთი სული გაქვს გადასანსლო და თან, წინასწარ იცი, რომ თუ შეჭამ, მერე ინანებ, ნეტავ ცოტა მომეტოვებინაო.
“გაზაფხულის თოვლი” სწორედ ასეთი გემრიელი ნუგბარი იყო, ტკბილ ლუკმად მოტოვებული და რომელიც მხოლოდ “გაჭენებული ცხენების” (ტეტრალოგიის მეორე ტომის) გამოსვლის შემდეგ გადავშალე.
იუკიო მიშიმა ყველა იაპონელი ავტორისგან ალბათ იმით გამოირჩევა, რომ თავიდანვე, პირველივე გვერდებიდან გახვევს თავბრუდამხვევ სამყაროში. არ გაცდის დინებაში ნელ-ნელა, ფრთხილად შეცურო. ქეჩოში ჩაგავლებს ხელს და პირდაპირ თაიშოს ეპოქის იაპონიაში მოგისვრის. თან არ დაგინდობს, არ შეგამზადებს იმისთის, წინ რა გელოდება. იაპონური არისტოკრატია, აკრძალული გრძნობები, მომაკვდავი ეტიკეტი და ამ ყველაფრის ფონზე განვითარებული ემოციური და მწველი სიყვარულის ისტორია. ამბის მთავარი გმირი კიოაკი მიცუგაე, ეს უჩვეულოდ ლამაზი, ახალგაზრდა არისტოკრატი ბიჭი, რომელიც ეპოქისთვის დამახასიათებელ მკაცრ ეტიკეტსა და გულწრფელ ვნებას შორის იხლიჩება, პირველივე გვერდებიდან იპყრობს მკითხველის გულს. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამაოგნებელი სამყაროსი, რომელსაც მიშიმა ქმნის.
გმირი კიოაკი მიცუგაე, ეს უჩვეულოდ ლამაზი, ახალგაზრდა არისტოკრატი ბიჭი, რომელიც ეპოქისთვის დამახასიათებელ მკაცრ ეტიკეტსა და გულწრფელ ვნებას შორის იხლიჩება, პირველივე გვერდებიდან იპყრობს მკითხველის გულს. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამაოგნებელი სამყაროსი, რომელსაც მიშიმა ქმნის.
„გაზაფხულის თოვლს” სწრაფად ვერ წაიკითხავთ. ეს იგივე იქნება, ფილმს აჩქარებულ, ან გადახვევის რეჟიმში უყუროთ. მიშიმა თითოეულ აბზაცში, თითოეულ პაუზაში სევდას და ამავდროულს ისეთ სილამაზეს აქსოვს, ნელ-ნელა, სიტყვა სიტყვით უნდა შეიგრძნო. რადგან როცა ბოლო გვერდამდე მიხვალთ, ზუსტად ისევე დაგენანებათ წიგნის დამთავრება, როგორც შოკოლადის ბოლო ფილის გადასანსვლა.