მკითხველის თარო

28 მარტი, 2025

რუბრიკაში – “მკითხველის თარო” სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდებით და მათ მრავალფეროვან ლიტერატურულ გემოვნებას გაეცნობით.

ვენერო მელუა – კონტენტ კრეატორი, ფემინისტი, აქტივისტი და მკითხველი. როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით უყვარს და მუდმივად ეძებს ქალ ავტორებს.


არუნდატი როი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ხმაა მსოფლიო ლიტერატურაში. ეს ავტორი „წვრილმანების ღმერთის“ წაკითხვით გავიცანი და სამუდამოდ შევიყვარე. 

როის “უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო” ბევრჯერ გაგიტეხთ და გაგიმთელებთ გულს, როცა იმ პერსონაჟებს შეხვდებით, რომლებიც ერთმანეთს საზოგადოებისგან შორს, პერიფერიებში პოულობენ. გაიცნობთ ინდოეთსაც, შეიყვარებთ მის მრავალფეროვნებას. და რაც მთავარია, არასდროს დაგავიწყდებათ ანჯუმი.

როის “უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო” ბევრჯერ გაგიტეხთ და გაგიმთელებთ გულს, როცა იმ პერსონაჟებს შეხვდებით, რომლებიც ერთმანეთს საზოგადოებისგან შორს, პერიფერიებში პოულობენ. გაიცნობთ ინდოეთსაც, შეიყვარებთ მის მრავალფეროვნებას. და რაც მთავარია, არასდროს დაგავიწყდებათ ანჯუმი.


ზეიდი სმითი „თეთრი კბილებით“ გავიცანი და მაშინვე მოიგო ჩემი გული, როგორც კომპლექსურმა, საინტერესო და ნიჭიერმა ავტორმა. სმითი ჩემთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა, გენდერი, რასა და ეთნოსი, გამორჩეული სისავსით და მგრძნობელობით წერს. „მშვენიერებაზედ“ მისი მეორე, ძალიან გახმაურებული და წარმატებული რომანია, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს და აუცილებლად წასაკითხი წიგნების თაროზე მიდევს.

მშვენიერებაზედ
მარაგშია
მარაგშია

მშვენიერებაზედ

26,90 

რასა და ეთნოსი, გამორჩეული სისავსით და მგრძნობელობით წერს. „მშვენიერებაზედ“ მისი მეორე, ძალიან გახმაურებული და წარმატებული რომანია, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს და აუცილებლად წასაკითხი წიგნების თაროზე მიდევს.

თეორია კინგ კონგი
მარაგშია
მარაგშია

თეორია კინგ კონგი

17,90 


მე არასდროს გამიგონია ვირჟინი დეპანტზე უფრო გაბედული, მამაცი, პირდაპირი, მეამბოხე და მებრძოლი ფემინისტური ხმა. მისი გამაყრუებელი ხმამაღლობით დეპანტი საზოგადოებრივი სტიგმებისგან დაგმანულ ჩვენს ყურებში აღწევს და გვაგონებს მის სათქმელს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალობა, პროსტიტუცია, გაუპატიურება, ქალობის მრავალშრიანობა და კომპლექსურობა. თუკი გსურთ, გაიცნოთ ავტორი, რომლის სიტყვებიც თქვენს ხედვებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით ამოაყირავებს, „თეორია კინგ კონგი“ უნდა წაიკითხოთ

ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალობა, პროსტიტუცია, გაუპატიურება, ქალობის მრავალშრიანობა და კომპლექსურობა. თუკი გსურთ, გაიცნოთ ავტორი, რომლის სიტყვებიც თქვენს ხედვებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით ამოაყირავებს, „თეორია კინგ კონგი“ უნდა წაიკითხოთ


ქალთა ჩაგვრის გამორჩეული ფილოსოფიური ანალიზი, რომელმაც ერთის მხრივ დროს გაუძლო და მეორეს მხრივ, შექმნა ფემინისტური ფიქრისა და კვლევის სამომავლო საფუძველი. „ადამიანი არ იბადება ქალად, არამედ ხდება ქალი” – ამბობს ბოვუარი ჯერ კიდევ მაშინ, როცა გენდერის სოციალური იდეა არც კი არსებობს. ამიტომაც უწოდებენ ამ წიგნს ფემინიზმის ბიბლიას და ამიტომაც ვკითხულობთ დღემდე, ახლა უკვე ქართულად.

როცა გენდერის სოციალური იდეა არც კი არსებობს. ამიტომაც უწოდებენ ამ წიგნს ფემინიზმის ბიბლიას და ამიტომაც ვკითხულობთ დღემდე, ახლა უკვე ქართულად.

პატარა ქალები
მარაგშია
მარაგშია

პატარა ქალები

15,90 


„პატარა ქალები“ ჩემს, როგორც მკითხველის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მშვენიერი გამოცდილებაა. როცა ოლკოტზე და ამ წიგნზე ვფიქრობ, ყოველთვის სიკეთითა და სიყვარულით ვივსები. ვფიქრობ, რომ „პატარა ქალები“ ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს წაკითხული, რადგან ამ წიგნში ყველა ჩვენგანის ადგილია.

უნდა ჰქონდეს წაკითხული, რადგან ამ წიგნში ყველა ჩვენგანის ადგილია.

სიახლეები თბილისის წიგნის ბაზრობაზე
ქეშბექ აქცია
მიხეილ ციხელაშვილი - ბლოგი
On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი