საზაფხულო საკითხავი
ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად კითხვისთვის დროის გამოყოფას სულ უფრო მეტად სდევს შფოთვის შეგრძნება, რომ რაღაც ისეთს უგულებელყოფ, შენი ყურადღება მეტად რომ სჭირდება, მეტად სასწრაფოა. ამ აბეზარი ხმის ჩახშობა ყველაზე მარტივი ზაფხულის თვეებშია, როცა სიცხე ყველაფერს ანელებს, ცხოვრებასაც და ფიქრებსაც, და ეს მივიწყებული სხეულებრივი სიზანტე იმ უჩინარ ბერკეტს სწევს, ფანტაზიებში შფოთვის შესაპარ ღრიჭოს რომ ავსებს.
ისე აეწყო, რომ ამ ზაფხულს ყველაზე მეტ დროს ქართველ ავტორებთან ვატარებ. შეიძლება იმიტომაც, რომ ძნელია, ამ დღეებში ქვეყნის ბედზე არ იფიქრო. ამიტომ თქვენც მათ გირჩევთ — თან რომ დავუსხლტეთ შფოთსა და დარდს და თან ბოლომდე ვერც.
„მექსიკური დღიური“ – არჩილ ქიქოძე
თანამედროვე ქართულ მწერლობაში მსუბუქი, ლაღი დოკუმენტური პროზის სიუხვით არ ვართ განებივრებული. არადა, როგორ სჭირდება ის ქართველ მკითხველს და ქართულ ენასაც, მას მერე გავიაზრე, რაც არჩილ ქიქოძის დღიურების სერია ჩამივარდა ხელში.
რატომ არის მექსიკაში მოგზაურობის ამსახველი წიგნი ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი, ახსნა არ სჭირდება, თუმცა აქ მაინც იმაზე მეტი დაგხვდებათ, ვიდრე მოელით – ამას გპირდებით.
ესაა „წიგნი, რომლის წერაც მხოლოდ სიხარული იყო ჩემთვისო“, გვიმხელს მწერალი და მე, მკითხველი, დავძენ: ეს ასევე ის წიგნია, რომლის კითხვა ჩემთვისაც მხოლოდ სიხარული იყო. სიხარული და დღესასწაული, იმ მექსიკელი გოგოსავით, ქუჩაში რომ მოჰკრავს ავტორი თვალს და ნანახის აღმწერ ერთ პატარა ფრაზაში მთელ სამყაროს ჩაატევს.

„ტანჟერული სიზმარი“ – მიხეილ ციხელაშვილი
ეს წიგნი კი მაროკოში გეპატიჟებათ, მის მწველ ზაფხულში, სადაც ქალაქის ხმებში სახელდახელოდ შერჩეული პლეილისტის მელოდიები იჭრება და მწერლის არცთუ უხილავი ხელით გარდაქმნის გეოგრაფიულ სივრცეს.
რომ ამბობენ ხოლმე, ამა და ამ წიგნში ცალკე პერსონაჟია ქალაქიო, გაგიკვირდებათ და „ტანჟერულ სიზმარში“ ტანჟერზე მეტად ჩემთვის გაპიროვნებულ გმირად სიცხე უფრო იქცა. ის ყველგანაა, ქუჩებში, სხეულებში, ფიქრებსა და ურთიერთობებში და ულმობლად აწებოვნებს ყველაფერს, ქუჩებს, სხეულებს, ფიქრებსა და ურთიერთობებს. თუმცა მწერალი მაინც გინდობს და პერიოდულად ცივი წყლით სავსე ჭიქას გაწვდის ძალიან ნაცნობი, მსუბუქი დიალოგებითა და მაგიური რეალიზმით გადაწყვეტილი ფილოსოფიური კითხვებით.

„ერთი დიდი ტყის მახლობლად“ – ლეო ვარდიაშვილი
ეს წიგნი ქართულად არ დაწერილა, ლეო ვარდიაშვილმა ის ინგლისურ ენაზე შექმნა და შემდეგ დავით ახალაძემ გადმოგვიქართულა. ეს წიგნი საქართველოზეა, მაგრამ ეს საქართველო ცხადში არ არსებობს, მოგონილია. ეს წიგნი სათავგადასავლო დეტექტივია, მაგრამ თან იმ სახლში დაბრუნებაზე გვიყვება, რომელიც აღარ არსებობს.
ასეთია ეს წიგნი, ლიმინალურ სივრცეში გამოკიდებული მისი პერსონაჟივით, მისი ანაქრონისტული თბილისივით. რომანის გმირი, რომელიც, ამავდროულად, ამბის მთხრობელიც არის, საქართველოს თითქოს კალეიდოსკოპიდან უყურებს, რაც მკითხველისთვის ნაცნობ სივრცეს და რეალურად მომხდარ ამბებს მისტიკურად, სიურრეალისტურად წარმოაჩენს.
ამ ნაცნობ-უცნობ სამყაროში მოგზაურობა ძალიან ჰგავს ზღაპრის კითხვას, რომელსაც, წესით, კეთილი დასასრული უნდა ჰქონდეს – მაგრამ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რა მომენტში გადაწყვეტს მწერალი თხრობის დასრულებას.
ეს წიგნი ქართულად არ დაწერილა, ლეო ვარდიაშვილმა ის ინგლისურ ენაზე შექმნა და შემდეგ დავით ახალაძემ გადმოგვიქართულა. ეს წიგნი საქართველოზეა, მაგრამ ეს საქართველო ცხადში არ არსებობს, მოგონილია. ეს წიგნი
სათავგადასავლო დეტექტივია, მაგრამ თან იმ სახლში დაბრუნებაზე გვიყვება, რომელიც აღარ არსებობს.
ასეთია ეს წიგნი, ლიმინალურ სივრცეში გამოკიდებული მისი პერსონაჟივით, მისი ანაქრონისტული თბილისივით. რომანის გმირი, რომელიც, ამავდროულად, ამბის მთხრობელიც არის, საქართველოს თითქოს კალეიდოსკოპიდან უყურებს, რაც მკითხველისთვის ნაცნობ სივრცეს და რეალურად მომხდარ ამბებს მისტიკურად, სიურრეალისტურად წარმოაჩენს.
ამ ნაცნობ-უცნობ სამყაროში მოგზაურობა ძალიან ჰგავს ზღაპრის კითხვას, რომელსაც, წესით, კეთილი დასასრული უნდა ჰქონდეს – მაგრამ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რა მომენტში გადაწყვეტს მწერალი თხრობის დასრულებას.
„ულვაშები“ – თინათინ ნოღაიდელი
ამ წიგნის კითხვას რომ შევუდექი, სულ რაღაც რამდენიმე გვერდში სრულად გამიცამტვერდა წინასწარშექმნილი მოლოდინები. ზუსტად ისე, როგორც გვიცამტვერდება ხოლმე მოლოდინები ზაფხულზე – განსაკუთრებით, ბავშვობაში, როცა თითოეული დღე უმძაფრესი ემოციებით, მწვერვალზე აფრენებითა და ქვესკნელში თავით გადავარდნებით, პირთამდე ივსება. და მაშინაც კი, თუ აჭარაში არ გიცხოვრია და არც საქათმეში გამოკეტილხარ თითქოს საკუთარი ნებით, სინამდვილეში კი, სრულებითაც არა, მაინც ყველაფერი, რასაც ამ წიგნის ფურცლებზე წაიკითხავ, იქნება მშობლიური და მოსაფრთხილებელი.
მე არ მახსენდება წიგნი ქართულ ენაზე, სადაც დისადმი სიყვარული ასეთი გულისამაჩუყებელი სინაზით შიშვლდებოდეს და რომელიც ასეთი წარმატებით გვასწავლიდეს ქალებს ჩვენი სხეულების სიყვარულს.
„ულვაშები“ საკუთარი თავის პოვნაზეა – ყველა სწორ და არასწორ ადგილას – და მისი ღირსებაა, რომ ძიება უკანასკნელი გვერდის მიღმაც გრძელდება.
ამ წიგნის კითხვას რომ შევუდექი, სულ რაღაც რამდენიმე გვერდში სრულად გამიცამტვერდა წინასწარშექმნილი მოლოდინები. ზუსტად ისე, როგორც გვიცამტვერდება ხოლმე მოლოდინები ზაფხულზე – განსაკუთრებით,
ბავშვობაში, როცა თითოეული დღე უმძაფრესი ემოციებით, მწვერვალზე აფრენებითა და ქვესკნელში თავით გადავარდნებით, პირთამდე ივსება. და მაშინაც კი, თუ აჭარაში არ გიცხოვრია და არც საქათმეში გამოკეტილხარ თითქოს საკუთარი ნებით, სინამდვილეში კი, სრულებითაც არა, მაინც ყველაფერი, რასაც ამ წიგნის ფურცლებზე წაიკითხავ, იქნება მშობლიური და მოსაფრთხილებელი.
მე არ მახსენდება წიგნი ქართულ ენაზე, სადაც დისადმი სიყვარული ასეთი გულისამაჩუყებელი სინაზით შიშვლდებოდეს და რომელიც ასეთი წარმატებით გვასწავლიდეს ქალებს ჩვენი სხეულების სიყვარულს.
„ულვაშები“ საკუთარი თავის პოვნაზეა – ყველა სწორ და არასწორ ადგილას – და მისი ღირსებაა, რომ ძიება უკანასკნელი გვერდის მიღმაც გრძელდება.
„ლუმპენ მილენიუმი“ – ბესო სოლომანაშვილი
სხვა, უკეთეს დროს ამ წიგნის საზაფხულო საკითხავად მონიშვნა აზრადაც არ მომივიდოდა, მაგრამ დღეს, როცა ქვეყანას ისევ და მერამდენედ უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ წიგნის წაკითხვას ზაფხულშიც ვურჩევ ყველას, შემოდგომაზეც, ზამთარშიც და გაზაფხულზეც.
ჩვენ არ გვჭირდება იმის შეხსენება, „ვისი გორისა ვართ“, არც იმის, რომ ჩრდილოეთით პირდაფჩენილი ურჩხული ამოჰფარებია კავკასიონს და თავის საცეცებს ჩვენი გულმკერდისკენ იშვერს – ამის დავიწყების ფუფუნება ჩვენ არ გვქონია. მაგრამ, ალბათ, შიგადაშიგ მაინც გვჭირდება, თავებს შევახსენოთ, რომ საქართველოს გადარჩენა არასოდეს ყოფილა ბედისწერით გაწერილი გარდაუვალობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – წინააღმდეგობა არასოდეს არის ფუჭი.
ეს წიგნი ამის შეხსენებაა და გაცილებით მეტიც. და თუ ამ ზაფხულს თბილისის დატოვება, ცოტა სულის მოთქმა გეთანაღრებათ, თან გაიყოლეთ „ლუმპენ მილენიუმი“.
სხვა, უკეთეს დროს ამ წიგნის საზაფხულო საკითხავად მონიშვნა აზრადაც არ მომივიდოდა, მაგრამ დღეს, როცა ქვეყანას ისევ და მერამდენედ უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ წიგნის წაკითხვას ზაფხულშიც ვურჩევ ყველას, შემოდგომაზეც, ზამთარშიც და გაზაფხულზეც.
ყველას, შემოდგომაზეც, ზამთარშიც და გაზაფხულზეც.