სიახლეები თბილისის წიგნის ბაზრობაზე

10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში გაიმართება „თბილისის წიგნის ბაზრობა“. ბაზრობაზე მკითხველის წინაშე სულაკაურის გამომცემლობა წარდგება ახალი გამოცემებით, ფასდაკლებებით და საინტერესო შეთავაზებებით.
სანამ ჩვენს სტენდს ეწვევით, თვალი გადაავლეთ ახალ გამოცემებს, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის მომზადდა.
სამოთხე – მიეკო კავაკამი
„სამოთხე“ იაპონელი ავტორის, მიეკო კავაკამის 2009 წელს გამოცემული რომანია, რომელიც ბულინგის და ბავშვთა სისასტიკის თემას ეხება. წიგნში სიკეთის და ბოროტების კლასიკური დაპირისპირება სკოლის კედლებში თამაშდება და გვაჩვენებს, რა დამანგრეველი ძალა აქვს ჩაგვრას და მოზარდისადმი უთანასწორო მოპყრობას. იაპონელი ავტორი მოზარდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის განკუთვნილ წიგნში ცდილობს, იაპონურ ლიტერატურას ჩამოაშოროს დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებული მისტიციზმი, ბუნდოვანება და მითოსურობა. მისი გმირები არიან სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, რომლებსაც სასტიკ, შეულამაზებელ რეალობასთან უწევთ შეჯახება.
მიეკო კავაკამი 1976 წელს დაიბადა ოსაკაში. მომავალი მწერალი თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც ინტერნეტბლოგერი, რასაც მალევე
„სამოთხე“ იაპონელი ავტორის, მიეკო კავაკამის 2009 წელს გამოცემული რომანია, რომელიც ბულინგის და ბავშვთა სისასტიკის თემას ეხება. წიგნში სიკეთის და ბოროტების კლასიკური დაპირისპირება სკოლის კედლებში თამაშდება და გვაჩვენებს, რა
მოჰყვა მისი პირველი წარმატება და პრესტიჟული „აკუტაგავას პრემია“ მცირე მოცულობის მოთხრობისთვის, რომელიც რამდენიმე წელში რომანად გადაიწერა. მწერლის წარმატება ქვეყნის გარეთ ერთიორად გაიზარდა მას შემდეგ, რაც „სამოთხე“ ინგლისურ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.
Მთარგმნელი: ნინი ჩაკვეტაძე
დამანგრეველი ძალა აქვს ჩაგვრას და მოზარდისადმი უთანასწორო მოპყრობას. იაპონელი ავტორი მოზარდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის განკუთვნილ წიგნში ცდილობს, იაპონურ ლიტერატურას ჩამოაშოროს დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებული მისტიციზმი, ბუნდოვანება და მითოსურობა. მისი გმირები არიან სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, რომლებსაც სასტიკ, შეულამაზებელ რეალობასთან უწევთ შეჯახება.
მიეკო კავაკამი 1976 წელს დაიბადა ოსაკაში. მომავალი მწერალი თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც ინტერნეტბლოგერი, რასაც მალევე მოჰყვა მისი პირველი წარმატება და პრესტიჟული „აკუტაგავას პრემია“ მცირე მოცულობის მოთხრობისთვის, რომელიც რამდენიმე წელში რომანად გადაიწერა. მწერლის წარმატება ქვეყნის გარეთ ერთიორად გაიზარდა მას შემდეგ, რაც „სამოთხე“ ინგლისურ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.
Მთარგმნელი: ნინი ჩაკვეტაძე
განშორებათა წითელი წიგნი – პირკო საისიო
„განშორებათა წითელი წიგნი“ ფინელი დრამატურგის, სცენარისტისა და ქვიარ აქტივისტის, პირკო საისიოს 2003 წელს გამოქვეყნებული რომანია. ავტორი არაერთი წიგნის, პიესის, კინოსცენარის და ლიბრეტოს ავტორია, მას ეკუთვნის წიგნები მამაკაცის ფსევდონიმით ჯუკა ლარსონი. ავტორის შემოქმედება თანამედროვე ფინური ლიტერატურისა და ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. მწერალმა, კრიტიკოსებსა და კონსერვატორულ საზოგადოებასთან მრავალწლიანი დაპირისპირების მიუხედავად, მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის პოვნა და მკვეთრი, ძლიერი ხმის გაჟღერება.
პირკო საისიოს რომანში მოქმედება სხვადასხვა დროში მიმდინარეობს და თხრობა არათანმიმდევრულია. ავტორი ხან პირველ პირში მოგვითხრობს, რომელსაც სწრაფადვე ცვლის მესამე პირით და ასე გვაცნობს ფინეთის უახლეს ისტორიაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ სოციალურ ძვრებს, წინააღმდეგობის ისტორიას, თვითგამორკვევის და საკუთარი მოწოდების
„განშორებათა წითელი წიგნი“ ფინელი დრამატურგის, სცენარისტისა და ქვიარ აქტივისტის, პირკო საისიოს 2003 წელს გამოქვეყნებული რომანია. ავტორი არაერთი წიგნის, პიესის, კინოსცენარის და ლიბრეტოს ავტორია, მას
პოვნის მცდელობებს. რომანში მთავარი გმირი თვით პირკო საისიოა – ახალგაზრდა ქალი, რომელიც დროის სვლასთან ერთად ცდილობს, საკუთარი ტერიტორია მოხაზოს მასკულინურ გარემოში.
Მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი
ეკუთვნის წიგნები მამაკაცის ფსევდონიმით ჯუკა ლარსონი. ავტორის შემოქმედება თანამედროვე ფინური ლიტერატურისა და ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. მწერალმა, კრიტიკოსებსა და კონსერვატორულ საზოგადოებასთან მრავალწლიანი დაპირისპირების მიუხედავად, მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის პოვნა და მკვეთრი, ძლიერი ხმის გაჟღერება.
პირკო საისიოს რომანში მოქმედება სხვადასხვა დროში მიმდინარეობს და თხრობა არათანმიმდევრულია. ავტორი ხან პირველ პირში მოგვითხრობს, რომელსაც სწრაფადვე ცვლის მესამე პირით და ასე გვაცნობს ფინეთის უახლეს ისტორიაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ სოციალურ ძვრებს, წინააღმდეგობის ისტორიას, თვითგამორკვევის და საკუთარი მოწოდების პოვნის მცდელობებს. რომანში მთავარი გმირი თვით პირკო საისიოა – ახალგაზრდა ქალი, რომელიც დროის სვლასთან ერთად ცდილობს, საკუთარი ტერიტორია მოხაზოს მასკულინურ გარემოში.
Მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი
სკუგა ბალდური – სიონი
„სკუგა ბალდური“ თანამედროვე ისლანდიელი ავტორის, სიონის მცირე მოცულობის რომანია, რომელიც 2003 წელს გამოიცა და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა. გარდა ლიტერატურული საქმიანობისა, სიონი მუშაობს კინოსცენარებზე, მას ეკუთვნის ისლანდიელი არტისტის, ბიორკის არაერთი სიმღერის ტექსტი. ავტორის შემოქმედება ძირითადად ისლანდიურ თქმულებებს ეფუძნება. იგი არაერთი რომანისა და პოეტური კრებულის ავტორია.
„სკუგა ბალდურში“ მოქმედება ვითარდება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და ორ სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება. ერთი ამბავი მონადირესა და მისტიკურ ლურჯ მელაზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე სიუჟეტურ ხაზში ჩანს მკურნალი, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პატარა გოგონაზე ზრუნავს. რომანი, რომელიც გადარჩენის, ბედისწერის და ადამიანური სიკეთის თემებს უტრიალებს, უცნაური ფორმითაა დაწერილი და მისი კითხვის დროს გონებაში
„სკუგა ბალდური“ თანამედროვე ისლანდიელი ავტორის, სიონის მცირე მოცულობის რომანია, რომელიც 2003 წელს გამოიცა და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა. გარდა ლიტერატურული საქმიანობისა, სიონი
კინოკადრებივით იშლება სურათები მეცხრამეტე საუკუნის ისლანდიური ცხოვრებიდან.
მთარგმნელი: დავით ახალაძე
მუშაობს კინოსცენარებზე, მას ეკუთვნის ისლანდიელი არტისტის, ბიორკის არაერთი სიმღერის ტექსტი. ავტორის შემოქმედება ძირითადად ისლანდიურ თქმულებებს ეფუძნება. იგი არაერთი რომანისა და პოეტური კრებულის ავტორია.
„სკუგა ბალდურში“ მოქმედება ვითარდება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და ორ სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება. ერთი ამბავი მონადირესა და მისტიკურ ლურჯ მელაზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე სიუჟეტურ ხაზში ჩანს მკურნალი,რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პატარა გოგონაზე ზრუნავს. რომანი,რომელიც გადარჩენის, ბედისწერის და ადამიანური სიკეთის თემებს უტრიალებს, უცნაური ფორმითაა დაწერილი და მისი კითხვის დროს გონებაში კინოკადრებივით იშლება სურათები მეცხრამეტე საუკუნის ისლანდიური ცხოვრებიდან.
მთარგმნელი: დავით ახალაძე
ოდისეა – ჰომეროსი
მუდმივად ცვალებად სამყაროში, როცა ენა თითქმის ყოველდღიურად იცვლება, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოებები რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ახალ თარგმანს მოითხოვს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჰომეროსის უკვდავი ეპოსის „ოდისეის“ ახალი, ლევან ბერძენიშვილისეული თარგმანი. ეპიკური ნაწარმოები, რომლის ავტორის ბიოგრაფია ბურუსით არის მოცული, ძველი წელთაღრიცხვით VIII – VII საუკუნეში უნდა იყოს დაწერილი და მას შემდეგ ის მრავალი ავტორისა თუ მკითხველის შთაგონების წყაროა.
ტექსტი 24 სიმღერისგან შედგება და გადმოგვცემს ტროის ომის უძლეველი გმირის, ოდისევსის ისტორიას, რომელიც მშობლიურ ითაკაზე დაბრუნებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს. უკვდავი საგმირო ეპოსი და მარადიული შინ დაბრუნების თემა სხვადასხვა დროს ისეთი ავტორების შთაგონების წყარო გამხდარა, როგორებიც არიან: ვერგილიუსი, დანტე ალიგიერი, ჯეიმზ ჯოისი, ვირჯინია ვულფი, უილიამ ფოლკნერი, ნიკოს კაზანძაკისი, მარგარეტ ეტვუდი და სხვები.
მუდმივად ცვალებად სამყაროში, როცა ენა თითქმის ყოველდღიურად იცვლება, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოებები რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ახალ თარგმანს მოითხოვს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჰომეროსის უკვდავი ეპოსის „ოდისეის“ ახალი,
მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილისეული თარგმანი. ეპიკური ნაწარმოები, რომლის ავტორის ბიოგრაფია ბურუსით არის მოცული, ძველი წელთაღრიცხვით VIII – VII საუკუნეში უნდა იყოს დაწერილი და მას შემდეგ ის მრავალი ავტორისა თუ მკითხველის შთაგონების წყაროა.
ტექსტი 24 სიმღერისგან შედგება და გადმოგვცემს ტროის ომის უძლეველი გმირის, ოდისევსის ისტორიას, რომელიც მშობლიურ ითაკაზე დაბრუნებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს. უკვდავი საგმირო ეპოსი და მარადიული შინ დაბრუნების თემა სხვადასხვა დროს ისეთი ავტორების შთაგონების წყარო გამხდარა, როგორებიც არიან: ვერგილიუსი, დანტე ალიგიერი, ჯეიმზ ჯოისი, ვირჯინია ვულფი, უილიამ ფოლკნერი, ნიკოს კაზანძაკისი, მარგარეტ ეტვუდი და სხვები.
მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი
სასოწარკვეთის აქტები – მეგან ნოლანი
გლობალური ფენომენის, სალი რუნის ლიტერატურულ სცენაზე გამოჩენის შემდეგ მკითხველის ინტერესი თანამედროვე ირლანდიელი ავტორების მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთიორად გაიზარდა, მეგან ნოლანიც ახალგაზრდა ირლანდიელი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტი სულ რამდენიმე წლის წინ შედგა. სანამ პირველ წიგნს „სასოწარკვეთის აქტებს“ გამოსცემდა, ავტორი მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბრიტანული და ამერიკული გამოცემებისთვის წერდა საავტორო სტატიებს სოციალურ თემებზე, ფემინიზმსა და ლიტერატურაზე.
ავტორის სადებიუტო წიგნში მოქმედება ვითარდება რამდენიმე ქალაქში, ძირითადად კი დუბლინში და გვიამბობს ურთიერთობების კომპლექსურობაზე, ადამიანზე დამოკიდებულების სირთულეებზე და ტოქსიკურ დინამიკაზე. რომანის მთხრობელი, საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ნაწარმოების დასაწყისში გაიცნობს კაცს. წიგნის
გლობალური ფენომენის, სალი რუნის ლიტერატურულ სცენაზე გამოჩენის შემდეგ მკითხველის ინტერესი თანამედროვე ირლანდიელი ავტორების მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთიორად გაიზარდა, მეგან ნოლანიც
მსვლელობისას წყვილის ურთიერთობა შემზარავ სახეს იღებს და მკითხველს უჩნდება კითხვა, რატომ აგრძელებს ქალი ასეთ არასასურველ ურთიერთობას.
მთარგმნელი: ნინი ჩაკვეტაძე
ახალგაზრდა ირლანდიელი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტი სულ რამდენიმე წლის წინ შედგა. სანამ პირველ წიგნს „სასოწარკვეთის აქტებს“ გამოსცემდა, ავტორი მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბრიტანული და ამერიკული გამოცემებისთვის წერდა საავტორო სტატიებს სოციალურ თემებზე, ფემინიზმსა და ლიტერატურაზე.
ავტორის სადებიუტო წიგნში მოქმედება ვითარდება რამდენიმე ქალაქში, ძირითადად კი დუბლინში და გვიამბობს ურთიერთობების კომპლექსურობაზე, ადამიანზე დამოკიდებულების სირთულეებზე და ტოქსიკურ დინამიკაზე. რომანის მთხრობელი, საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ნაწარმოების დასაწყისში გაიცნობს კაცს. წიგნის მსვლელობისას წყვილის ურთიერთობა შემზარავ სახეს იღებს და მკითხველს უჩნდება კითხვა, რატომ აგრძელებს ქალი ასეთ არასასურველ ურთიერთობას.
მთარგმნელი: ნინი ჩაკვეტაძე
კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ – ანი ერნო
„კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ“ თანამედროვე ფრანგი ავტორის, ანი ერნოს კიდევ ერთი წიგნია ქართულ ენაზე. ანი ერნოს ნობელის პრემია 2021 წელს გადაეცა და იგი ავტოფიქციის ჟანრის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა. მის წიგნებში ავტობიოგრაფია და ფიქცია ერთმანეთს ოსტატურად ერწყმის და მკითხველის წინაშე შეულამაზებლად, რადიკალური გულწრფელობით და მიკროსკოპიული სიზუსტით იშლება მეხსიერების, იდენტობის, დედობის და სიკვდილის თემები.
„კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ“ ანი ერნოს დედის უკანასკნელი სიტყვებია, რომელიც რამდენიმეწლიანი ავადმყოფობის შემდეგ დემენციის შედეგად გარდაიცვალა. მწერალი წიგნში სწორედ დედის ბოლო დღეებზე უამბობს მკითხველს და ცდილობს, მაქსიმალური სიზუსტით აღწეროს უკანასკნელი გზა, რომელსაც ის გადის. წიგნი მინიმალისტური სტილითაა დაწერილი და ავტორი მცირე მოცულობის რომანში ატევს იმას, რასაც ბევრი სხვა ავტორი რამდენიმე ასეულ გვერდს მოანდომებდა.
„კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ“ თანამედროვე ფრანგი ავტორის, ანი ერნოს კიდევ ერთი წიგნია ქართულ ენაზე. ანი ერნოს ნობელის პრემია 2021 წელს გადაეცა და იგი ავტოფიქციის ჟანრის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა. მის წიგნებში ავტობიოგრაფია
მთარგმნელი: ნიკოლას გელოვანი
და ფიქცია ერთმანეთს ოსტატურად ერწყმის და მკითხველის წინაშე შეულამაზებლად, რადიკალური გულწრფელობით და მიკროსკოპიული სიზუსტით იშლება მეხსიერების, იდენტობის, დედობის და სიკვდილის თემები.
„კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ“ ანი ერნოს დედის უკანასკნელი სიტყვებია, რომელიც რამდენიმეწლიანი ავადმყოფობის შემდეგ დემენციის შედეგად გარდაიცვალა. მწერალი წიგნში სწორედ დედის ბოლო დღეებზე უამბობს მკითხველს და ცდილობს, მაქსიმალური სიზუსტით აღწეროს უკანასკნელი გზა, რომელსაც ის გადის. წიგნი მინიმალისტური სტილითაა დაწერილი და ავტორი მცირე მოცულობის რომანში ატევს იმას, რასაც ბევრი სხვა ავტორი რამდენიმე ასეულ გვერდს მოანდომებდა.
მთარგმნელი: ნიკოლას გელოვანი
ავტორი: ზურა აბაშიძე