დილა და საღამო

იბადება ბავშვი, რომელსაც იუჰანესს დაარქმევენ. კვდება მოხუცი, სახელად იუჰანესი. იუნ ფოსე ამ ორ მოვლენას შორის მოქცეულ მთელ ცხოვრებას განიხილავს, თუმცა ეს განსჯა უკიდურესად დაწურულია. იწყებს იუჰანესის მამის ფიქრებით, რომლებიც მშობიარე ცოლს დასტრიალებს და ასრულებს იოჰანესის ფიქრებით ერთ დღეს, როცა ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის, მაგრამ, ამავდროულად, სრულიად განსხვავებულად. „დილა და საღამო“ არის რომანი მშვენიერ ოცნებაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს.

და კიდევ, რაღაც უფრო მეტიც არისო, ფიქრობს ულაი, შესაძლებელია, მივიჩნევდეთ კიდეც, რომ არაფრიდან არაფერში ვინაცვლებთ, თუმცა არც ასეა საქმე, არის რაღაც უფრო მეტიც, მაგრამ ის რაღაც რა უნდა იყოს?

მარაგშია

14,90 

15 ქულა

მარაგში

  • 2025
  • 13 X 19.5
  • 9789941994913
  • რბილი