კასანდრა

მსოფლიო ლიტერატურაში კასანდრა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ეყო სიმამაცე, მთელი თავისი შინაგანი ძალა მიემართა ომის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.

„…ხილვებს, რომლებიც მას ეუფლება, არაფერი აქვს საერთო ორაკულის ნაქადაგართან. იგი „ხედავს“ მომავალს, რადგან ჰყოფნის გამბედაობა, სწორად შეაფასოს თავისი თანადროული მოვლენები…“, – წერს კრისტა ვოლფი.

კრისტა ვოლფის რომანში არ არის პირდაპირი მოწოდებები, იგი არ იძლევა კაცობრიობის.გადარჩენის რეცეპტებს, მაგრამ მითის უნივერსალური ენით აფრთხილებს მოსალოდნელი.საშიშროების წინაშე მდგარ საზოგადოებას.

ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

არ არის მარაგში

10,90 

არ არის მარაგში

  • 2018
  • 184
  • 13.00 X 19.50
  • 9789941235856
  • რბილი
  • რომანი