შეერთებული შტატები
1 book

ენდი უორჰოლი

1928 – 1987

1928 წელს პენსილვანიაში დაბადებული ენდი უორჰოლის მშობლები ევროპელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც 20-იან წლებში ნიუ-იორკში გადასახლდნენ.

ენდიმ კარიერა მოდური ჟურნალებისთვის სარეკლამო მასალების შექმნით დაიწყო, შემდეგ კი პოპკულტურაში სრული გადატრიალება მოახდინა. უორჰოლის შემდეგ პოპკულტურად აღიქმებოდა ყველაფერი _ კოკა-კოლითა თუ კემპბელის სუპით დაწყებული, მერილინ მონრო პორტრეტით დამთავრებული.

უორჰოლი ქმნიდა სარეკლამო პოსტერებს, ფილმებს, ინსტალაციებს, ნახატებსა და სკულპტურებს; იღებდა უამრავ ფოტოს და მისი ავტოპორტრეტები თუ ცნობილი ადამიანებისთვის გადაღებული სურათები დღემდე პოპულარულია.

ის უდავოდ იყო ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეულად გავლენიანი ფიგურა, რომლის გარშემოც ტრიალებდა არა მხოლოდ პოპკულტურა, არამედ მისი დროის უამრავი ცნობილი მუსიკოსი, მხატვარი თუ მსახიობი.

Author Books

ენდი უორჰოლის  ფილოსოფია
არ არის მარაგში
ფასდაკლება
არ არის მარაგში
ფასდაკლება

ენდი უორჰოლის ფილოსოფია

7,00 13,90