იაპონია
3 books
იუკიო მიშიმა
იუკიო მიშიმა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და პოპულარული იაპონელი მწერალია. იაპონურ კულტურასა და თავის სამშობლოზე, მის წარსულზე შეყვარებულმა მიშიმამ არა მხოლოდ შემოქმედება მიუძღვნა იაპონიას, არამედ საკუთარი თავიც მსხვერპლად შესწირა. იუკიო მიშიმას ნამდვილი სახელი და გვარი კიმიტაკე ჰირაოკაა. იგი 1925 წლის 14 იანვარს დაიბადა მსხვილი სახელმწიფო მოხელის ოჯახში.