შეერთებული შტატები
1 book

შერვუდ ანდერსონი

შერვუდ ანდერსონი (1876-1941) – ამერიკელი ნოველისტი,  მოდერნიზმის  გამორჩეული წარმომადგენელი. დაიბადა ფილადელფიის ქალაქ კამდენში. ერვინ და ემა ანდერსონების შვიდიდან მესამე შვილს  ადრეული ასაკიდან მოუწია თავისა და ოჯახის რჩენაზე ზრუნვამ, რის გამოც სკოლა 14 წლისამ მიატოვა. მოგვიანებით შეძლო კოლეჯის დასრულება და ესეებისა და მოთხრობების წერაც დაიწყო. 

პირველი წარმატება მოუტანა მოკლე მოთხრობების კრებულმა, „უაინსბურგი, ოჰაიო“ (1919), რომლის მთავარი გმირები შეუმდგარი პიროვნებებია. მწერალმა უარი თქვა მაშინდელი ნოველებისთვის დამახასიათებელ ხელოვნურ სიუჟეტსა და სტანდარტულ გამოსახულებებზე. მისი წერის მარტივ და ლაღად აღსაქმელ სტილს პოპულარობა მოჰყვა. მეტიც, მოდერნიზმის საწყისად მიიჩნევა მისი ნოველები ამერიკულ პროზაში. 

პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა. მხოლოდ სამი  განქორწინების შემდეგ იპოვა ელეანორ კოპენჰავერი, რომელსაც უძღვნა რომანი “სურვილის მიღმა“. წყვილს მოგზაურობა ხიბლავდა და მორიგი კრუიზისას, როცა ხომალდით სამხრეთ ამერიკისკენ მიცურავდნენ, ანდერსონი ცუდად გახდა. ნაპირზე გადმოიყვანეს და პანამის ქალაქ კოლონის კლინიკაში გარდაიცვალა.