აი, რას ხედავს ჩვილი

სერია "აი, რას ხედავს ჩვილი" განკუთვნილია 6 კვირიდან 6 თვემდე ბავშვებისთვის. სერიის წიგნები გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, რომლებიც არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის.