ანტონის დღიური (ძაღლის მოყოლილი ამბები)

„არა, განა რამეს ვჩივი. მთლიანობაში, კარგად მოვეწყვე“…

უნგრულ ნაგაზს, სახელად ანტონს, რომელიც მუყაოს ყუთში იპოვეს ცხოველთა თავშესაფრის წინ, მართლაც გაუმართლა, მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონების ხელში აღმოჩნდა. დროდადრო მხოლოდ ძაღლის სასტვენის ხმა, ფისუნიას ბასრი კლანჭები, ტირიფის ტოტებისგან დაწნულ კალათში ძილი, ძაღლების სკოლაში სიარული, გმირ ძაღლად ყოფნის სირთულეები და ასეთი რამეები თუ აწუხებს ხოლმე. თანაც ზოგჯერ ხომ ადამიანები ვერ აფასებენ ძაღლების მზრუნველობას. მათ არც კი იციან, რომ ძაღლებს სიცილიც შეუძლიათ და ტირილიც, სევდიანებიც არიან და მოგონებებიც აქვთ…

ამ წიგნში ძაღლის თვალით დანახულ სამყაროში იმოგზაურებთ და მისივე ენით მოყოლილ ბევრ ემოციურ ამბავსაც გაიგებთ. დაფიქრდებით იმაზეც, რამდენად ძვირფასია ძაღლებისთვის და, განსაკუთრებით, მიუსაფრებისთვის თბილი ოჯახი და მზრუნველი პატრონები.

მარაგშია

8,90 

9 point

In stock

  • 2025
  • 117
  • 14.50 X 21.50
  • 9789941376726
  • რბილი