მათემატიკა 5 – მოსწავლის წიგნი, ნაწილი 1, რუსული

ავტორები: მ. წილოსანი, ნ. ჯაფარიძე, ნ. წულაია

მათემატიკა 5 მოსწავლის წიგნი აერთიანებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლის ამ ეტაპზე. მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში აზროვნების უნარის განვითარებაა. ასევე, ლოგიკური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მნიშვნელოვანია, მათემატიკის იმ „ანბანის“ ათვისება და გათავისება, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი ცოდნა.

მათემატიკა 5 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი დაყოფილია თავებად. ყოველი თავი დაყოფილია პარაგრაფებად. აქედან თითოეულს ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.

ისინი ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო – მეორე მხრივ, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.

პარაგრაფის სტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

მოსწავლის წიგნში მრავლადაა სხვადასხვა აქტივობის შემცველი დავალებები: პროექტი, პრაქტიკული სამუშაო… ყოველ თავს ახლავს ერთი ან ორი „ტესტი თვითშემოწმებისთვის“. მათი დანიშნულება არა მხოლოდ ტესტში მოცემული დავალებების შესრულება, არამედ მოსწავლის თვითშეფასებაცაა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მარაგშია

7,00 

7 point

In stock

  • 2018
  • 101
  • 9789941303883
  • რბილი