გაწაფული კითხვის სწავლებისათვის მკაცრად განსაზღვრული დრო არ არსებობს. ეს დამოკიდებულია კითხვაში ვარჯიშის ინტენსიურობასა და დამწყები მკითხველის მონდომებაზე. დაწყებით საფეხურზე, როცა ბავშვმა ანბანის ყველა ასო იცის, ცალკეული სიტყვების ამოკითხვაც შეუძლია და „ნამდვილ წიგნთან“ შეჭიდების სურვილი აქვს, მნიშვნელოვანია, ამ ცოდნის შესაფერისი, საინტერესო წიგნი შევთავაზოთ. ბავშვმა თუ ყველა ასო იცის, სიტყვების ამოკითხვას ახერხებს და მზადაა „წაიკითხოს მთელი წიგნი“, სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ მისთვის შესაფერის ლიტერატურის პოვნაში დაგეხმარებათ.

I საფეხური: დამწყები

ლომი და თაგვი
მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    ლომი და თაგვი

    10,90 
    მუდამ მწვანე ხეები
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    მუდამ მწვანე ხეები

    10,90 
    მელა და ყვავი
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    მელა და ყვავი

    10,90 

    I საფეხური: დამწყები

    კურდღელი და ლომი
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    კურდღელი და ლომი

    10,90 
    ჯინი ბოთლში
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    ჯინი ბოთლში

    10,90 
    ჭკვიანი ბაჭია
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    ჭკვიანი ბაჭია

    10,90 

    II საფეხური: ახალბედა

    II საფეხური: ახალბედა

    III საფეხური: გავარჯიშებული

    თალგამი
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    თალგამი

    10,90 
    ჯადოსნური ქოთანი
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    ჯადოსნური ქოთანი

    10,90 
    მატყუარა მწყემსი ბიჭი
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    მატყუარა მწყემსი ბიჭი

    10,90 

    III საფეხური: გავარჯიშებული

    გოგონა და სამი დათვი
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    გოგონა და სამი დათვი

    10,90 
    მახინჯი იხვის ჭუჭული
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    მახინჯი იხვის ჭუჭული

    10,90 

    IV საფეხური: გამოცდილი

    IV საფეხური: გამოცდილი

    V საფეხური: თავდაჯერებული

    ქურდბაცაცას საუზმე
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    ქურდბაცაცას საუზმე

    10,90 
    ჩექმებიანი კატა
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    ჩექმებიანი კატა

    10,90 
    ჭკვიანი მოლი
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    ჭკვიანი მოლი

    10,90 

    V საფეხური: თავდაჯერებული

    იასონი და ოქროს საწმისი
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    იასონი და ოქროს საწმისი

    10,90 
    ეზოპეს იგავ-არაკები
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    ეზოპეს იგავ-არაკები

    10,90 
    რკინიგზის ბავშვები
    მარაგშია
  • სიახლე
  • მარაგშია

    რკინიგზის ბავშვები

    10,90 

    VI საფეხური: გაწაფული

    VI საფეხური: გაწაფული

    რჩევები
    როგორ შევურჩიო ბავშვს შესაფერისი საფეხურის წიგნი?

    წიგნის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესი, რა თემები აინტერესებს მას, ცხოველები, კოსმოსი, თანატოლების ცხოვრება და ა.შ. წიგნი მარტივი, ბავშვისთვის გასაგები ენით უნდა იყოს დაწერილი. ტექსტში მკითხველს ისეთი სიტყვები უნდა ხვდებოდეს, რომელთა მნიშვნელობაც ნაცნობია და ხშირად ესმის ყოველდღიურობაში. თითოეულ გვერდზე მოცემული ტექსტი უნდა იყოს მცირე ზომის, რომ არ დააფრთხოს ჯერ გამოუცდელი მკითხველი.

    როგორ მივხვდე, ბავშვი მზად არის თუ არა მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად?

    უპირველეს ყოვლისა, ბავშვის სურვილსა და მოტივაციას დავაკვირდეთ. თუ ბავშვი ხშირად უბრუნდება იმავე ტექსტს, კვლავ სიამოვნებს მისი გადაკითხვა, ხელს ნუ შევუშლით. ერთი და იმავე ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა, კითხვის უნარის გაწაფვაში დაეხმარება. როცა ბავშვი გაიწაფება კონკრეტული ტექსტის კითხვაში და წიგნში მოთხრობილი ამბავიც აღარ იქნება მისთვის საინტერესო, სასურველია, სხვა წიგნი შევთავაზოთ.

    რამდენჯერ უნდა წაიკითხოს ბავშვმა ერთი და იგივე წიგნი კითხვის უნარების გასავითარებლად?

    ბუნებრივია, რომ ერთი და იმავე ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა, ბავშვს გაწაფული კითხვის უნარის განვითარებაში დაეხმარება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კითხვის პროცესი არ იყოს ძალდატანებითი, პირიქით, სიამოვნებას, ახალი ჯადოსნური სამყაროს აღმოჩენას უკავშირდებოდეს. იმისთვის, რომ ბავშვი მივაბრუნოთ ნაცნობ ტექსტთან, მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა. შესაძლოა, კითხვის პროცესი ერთობლივი გავხადოთ, ერთგვარი თამაშის ელემენტები შევიტანოთ, მაგალითად, გავინაწილოთ როლები და ისე წავიკითხოთ.

    როგორ გამოვიყენო აუდიოვერსია?

    აუდიოვერსიის მოსმენა დაეხმარება ბავშვს ფონოლოგიური უნარების განვითარებაში. ის მიეჩვევა გამართულად წაკითხული ტექსტის მოსმენას. ექნება ინტონაციით კითხვის ნიმუში, რომელსაც ძალაუნებურად გაითვალისწინებს კითხვისას. შესაძლოა აუდიოვერსია გამოვიყენოთ განმეორებითი კითხვის დროს. ერთობლივად მოვუსმინოთ და თან ტექსტს გავაყოლოთ თვალი. მოსმენის დროს ვთხოვოთ ბავშვს კონკრეტული სიტყვის მოძებნა ტექსტში.

    როგორ დავეხმარო ბავშვს სიტყვების ამოკითხვაში?

    დამწყები მკითხველისთვის დამოუკიდებელი კითხვის პროცესი ერთგვარი გამოწვევაა. მათ აუცილებლად სჭირდებათ საყრდენი, რაიმე უკვე კარგად ნაცნობი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნონ. ნაცნობი სიტყვა ან სიტყვის ნაწილი, ძირი, რომელიც ახალი სიტყვის ამოკითხვაში დაეხმარებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტექსტი ნაცნობი, ადვილად ამოსაკითხი სიტყვებით იყოს შედგენილი. სიტყვები ხშირად მეორდებოდეს ტექსტში. ბავშვები ადვილად იცნობენ ასეთ სიტყვებს და მათ ამოკითხვაზე დიდ ძალისხმევას აღარ დახარჯავენ.

    როგორ დავეხმარო ბავშვს წაკითხულის გააზრებაში?

    წაკითხული წიგნის მშობელთან ერთად განხილვა მნიშვნელოვანი აქტივობაა. შეგვიძლია დავუსვათ კითხვები, მაგალითად და რას ფიქრობს ამა თუ იმ პერსონაჟზე? რა თვისებებს ხედავს მასში? რა მოსწონს ან არ მოსწონს, რატომ? იქნებ ვინმეს/რამეს აგონებს რეალური ცხოვრებიდან? შესაძლოა, წარმოვიდგინოთ, რომ სხვა ზღაპრის პერსონაჟი ჩავამატეთ ტექსტში, და ვიმსჯელოთ, რა მოხდებოდა მაშინ, ან ჩვენ როგორ მოვიქცეოდით, ამ წიგნში რომ აღმოვჩენილიყავით და ა.შ. კარგი იქნება, თუ ჩვენც თამამად გავუზიარებთ ჩვენს ფიქრებსა და ემოციებს, ერთობლივად ვნახავთ წიგნის ეკრანიზაციას/ანიმაციას (თუ არსებობს) და ვიმსჯელებთ მსგავსებასა და განსხვავებებზე, ერთობლივად შევქმნით რომელიმე ეპიზოდის ილუსტრაციას ან მაკეტს.

    Sulakauri Publishing · უკვე ჩემით ვკითხულობ