


გაწაფული კითხვის სწავლებისათვის მკაცრად განსაზღვრული დრო არ არსებობს. ეს დამოკიდებულია კითხვაში ვარჯიშის ინტენსიურობასა და დამწყები მკითხველის მონდომებაზე. დაწყებით საფეხურზე, როცა ბავშვმა ანბანის ყველა ასო იცის, ცალკეული სიტყვების ამოკითხვაც შეუძლია და „ნამდვილ წიგნთან“ შეჭიდების სურვილი აქვს, მნიშვნელოვანია, ამ ცოდნის შესაფერისი, საინტერესო წიგნი შევთავაზოთ. ბავშვმა თუ ყველა ასო იცის, სიტყვების ამოკითხვას ახერხებს და მზადაა „წაიკითხოს მთელი წიგნი“, სერია „უკვე ჩემით ვკითხულობ“ მისთვის შესაფერის ლიტერატურის პოვნაში დაგეხმარებათ.
I საფეხური: დამწყები
● დატვირთული ილუსტრაციები და ძალიან მოკლე ტექსტი;
● ხშირად გამეორებული ყოველდღიური სიტყვებით შედგენილი წინადადებები;
● წინადადებაში – 2-4 სიტყვა, სიტყვაში – 2-3 მარცვალი.
I საფეხური: დამწყები
● დატვირთული ილუსტრაციები და ძალიან მოკლე ტექსტი;
● ხშირად გამეორებული ყოველდღიური სიტყვებით შედგენილი წინადადებები;
● წინადადებაში – 2-4 სიტყვა, სიტყვაში – 2-3 მარცვალი.
II საფეხური: ახალბედა
● ხშირად გამეორებული ნაცნობი სიტყვებით შედგენილი მარტივი წინადადებები;
● წინადადებაში – 3-5 სიტყვა, სიტყვაში – 2-4 მარცვალი.
II საფეხური: ახალბედა
● ხშირად გამეორებული ნაცნობი სიტყვებით შედგენილი მარტივი წინადადებები;
● წინადადებაში – 3-5 სიტყვა, სიტყვაში – 2-4 მარცვალი.
III საფეხური: გავარჯიშებული
● მარტივი, თხრობითი ტექსტი მცირე ზომის დიალოგებით;
● წინადადებაში – 4-6 სიტყვა, სიტყვაში – 2-4 მარცვალი.
III საფეხური: გავარჯიშებული
● მარტივი, თხრობითი ტექსტი მცირე ზომის დიალოგებით;
● წინადადებაში – 4-6 სიტყვა, სიტყვაში – 2-4 მარცვალი.
IV საფეხური: გამოცდილი
● თხრობითი ტექსტი დიალოგებითა და მხატვრული ელემენტებით;
● წინადადებაში – 5-7 სიტყვა, სიტყვაში – 2-4 მარცვალი.
IV საფეხური: გამოცდილი
● თხრობითი ტექსტი დიალოგებითა და მხატვრული ელემენტებით;
● წინადადებაში – 5-7 სიტყვა, სიტყვაში – 2-4 მარცვალი.
V საფეხური: თავდაჯერებული
● მხატვრული ტექსტი მეტ-ნაკლებად უცნობი სიტყვებით;
● წინადადებაში – 6-9 სიტყვა, სიტყვაში – 3-5 მარცვალი.
V საფეხური: თავდაჯერებული
● მხატვრული ტექსტი მეტ-ნაკლებად უცნობი სიტყვებით;
● წინადადებაში – 6-9 სიტყვა, სიტყვაში – 3-5 მარცვალი.
VI საფეხური: გაწაფული
● ადაპტირებული მხატვრული ნაწარმოები მდიდარი ლექსიკით.
● წინადადებაში – 8-15 სიტყვა, სიტყვაში – 3-5 მარცვალი.
VI საფეხური: გაწაფული
● ადაპტირებული მხატვრული ნაწარმოები მდიდარი ლექსიკით;
● წინადადებაში – 8-15 სიტყვა, სიტყვაში – 3-5 მარცვალი.