ზაფხულის არდადეგებზე საკითხავი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის
საზაფხულო არდადეგები ბავშვებისთვის ყველაზე თავისუფალი, ლაღი და თავგადასავლებით აღსავსე დროა. მათ ხომ, როგორც იქნა, „არაფრის კეთების“ უფლება ეძლევათ. მოზარდები სწორედ ამ მოცალეობასა და თამაშში ავლენენ საკუთარ მისწრაფებებს, სურვილებს, ოცნებებს და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსაც კი. ამ თვითაღმოჩენის გზაზე სწორად შერჩეულმა ლიტერატურამ შესაძლოა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინოს მათ ცნობიერზე.
წიგნები I-III კლასელებისთვის
1. თუ ეძებ წიგნს მხიარულ და ონავარ ბავშვებზე ან ბავშვებისთვის, წაიკითხე ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“.
წიგნები I-III კლასელებისთვის
1. თუ ეძებ წიგნს მხიარულ და ონავარ ბავშვებზე ან ბავშვებისთვის, წაიკითხე ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“.
წითელქოჩორა ატუსა და მატუსა ცელქზე ცელქი და მხიარულზე მხიარული ტყუპები არიან. მათ ფანტაზიას არც საზღვარი აქვს და არც კონკრეტული ადგილი. კეთილი ბებია-ბაბუისა და ონავარი შვილიშვილების მხიარული თავგადასავალი დამწყები, პატარა მკითხველებისთვის აუცილებლად საყვარელ წიგნად გადაიქცევა.
წითელქოჩორა ატუსა და მატუსა ცელქზე ცელქი და მხიარულზე მხიარული ტყუპები არიან. მათ ფანტაზიას არც საზღვარი აქვს და არც კონკრეტული ადგილი. კეთილი ბებია-ბაბუისა და ონავარი შვილიშვილების
მხიარული თავგადასავალი დამწყები, პატარა მკითხველებისთვის აუცილებლად საყვარელ წიგნად გადაიქცევა.
2. თუ არდადეგებს ვერ ელევი და სკოლის დაწყება გეზარება, წაიკითხე მეგან მაკდონალდის „ჯუდი მუდი ცუდ გუნებაზეა“.
2. თუ არდადეგებს ვერ ელევი და სკოლის დაწყება გეზარება, წაიკითხე მეგან მაკდონალდის „ჯუდი მუდი ცუდ გუნებაზეა“.
ჯუდის, ისევე როგორც ყველა ბავშვს, საშინლად არ უნდა არდადეგების დასრულება და სკოლის დაწყება, მაგრამ იძულებულია კარს უკან მოიტოვოს საკუთარი ოთახი, სათამაშოები, თავისუფალი დრო და დაჰყვეს მასწავლებლის მითითებებს. მაგრამ, მისტერ ჯოტის გაკვეთილები იქნებ არც ისე მოსაწყენი და ერთფეროვანი აღმოჩნდეს, როგორც ეს ჯუდის ეგონა?
3. თუ სატკბილეთის სამეფოში მოგზაურობა გინდა, წაიკითხე ირმა მალაციძის „დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში“.
3. თუ სატკბილეთის სამეფოში მოგზაურობა გინდა, წაიკითხე ირმა მალაციძის „დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში“.
ვის არ იცნობს ყველა ბავშვისთვის საყვარელ პერსონაჟებს ძია თხილოს და ბიჭუნა ნიგოს, დედოფალ კარამელიას და მეფე კარამელიუსს, მათ მშვენიერ რაფაელას, კაკტუსების უჯახს თუ ტარაკან-ყრუს.
რა ბედი ეწია სატკბილეთის ქვეყანას, როგორ გაგრძელდა საყვარელი გმირების თავგადასავალი და ვინ არიან მისი დაუპატიჟებელი სტუმრები, ამას წიგნიდან შეიტყობ.

4. თუ კი გჯერა, რომ მოხერხებულობით ღონიერი ლომის დამარცხება შეიძლება, წაიკითხე „კურდღელი და ლომი“.
4. თუ კი გჯერა, რომ მოხერხებულობით ღონიერი ლომის დამარცხება შეიძლება, წაიკითხე „კურდღელი და ლომი“.
ეზოპეს ეს იგავი პატარა და გონიერ კურდღელზეა, რომელმაც საზრიანობით საშიში და დაუნდობელი ლომი დაამარცხა.
წიგნის ყველა გვერდზე შეხვდები ფერად ნახატებს, რომლებსაც თან ერთვის მარტივი წინადადებები. კითხვისას ნაცნობი სიტყვები ხშირად მეორდება, რაც ტექსტის გააზრებას უწყობს ხელს. ბოლო გვერდები კი სახალისო თავსატეხებს და გამოცანებს ეთმობა, რაც შემეცნების პროცესს მეტად ინტერაქციულს ხდის.
წიგნები IV-VI კლასელებისთვის
1. თუ უცნაური არსებების გჯერა და მზად ხარ, მათზე შინაური ცხოველებივით იზრუნო, წაიკითხე ენდი შეფარდის „მე და ჩემი დრაკონები“.
წიგნები IV-VI კლასელებისთვის
1. თუ უცნაური არსებების გჯერა და მზად ხარ, მათზე შინაური ცხოველებივით იზრუნო, წაიკითხე ენდი შეფარდის „მე და ჩემი დრაკონები“.
როდესაც 9 წლის სანდრომ მთხოვა შემერჩია მისთვის სახალისო, საინტერესო, და სათავგადასავლო წიგნი, დიდხანს არ მიფიქრია, თაროდან ფერადყდიანი წიგნი გადმოვიღე და მხიარულად გავუწოდე.
ენდი შეფარდის „მე და ჩემი დრაკონები“ ბიჭუნაზეა, რომელიც ბოსტანში კიტრის ნაცვლად ზღაპრულ არსებებს პოულობს და ისინიც გამოგონილი სამყაროდან რეალობაში ინაცვლებენ.

2. თუ ფიქრობ, რომ ზრდასრულ ადამიანებს არ შეუძლიათ ბავშვებთან მეგობრობა, წაიკითხე დავით ჯავახიშვილის „ბიძია სევას ამბები“, შესაძლოა ცდებოდე.
2. თუ ფიქრობ, რომ ზრდასრულ ადამიანებს არ შეუძლიათ ბავშვებთან მეგობრობა, წაიკითხე დავით ჯავახიშვილის „ბიძია სევას ამბები“, შესაძლოა ცდებოდე.
როგორ ინარჩუნებს პატარა მკითხველების ინტერესს ლამის ნახევარი საუკუნის წინ დაწერილი წიგნი, ამის მიზეზი სიუჟეტის ავთენტურობა, დინამიური თხრობა და ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი ისტორიებია, რომელსაც ავტორი იუმორით გვიამბობს. რვა წლის ცოტნეს და ბიძია სევას მხიარული თავგადასავლები ბავშვების საყვარელი წიგნია.
3. თუ ეძებ წიგნს გულწრფელობაზე, მეგობრობასა და უპირობო სიყვარულის მნიშვნელობაზე, წაიკითხე როდრიგო მუნიოს ავიას „იდეალური ოჯახი“.
3. თუ ეძებ წიგნს გულწრფელობაზე, მეგობრობასა და უპირობო სიყვარულის მნიშვნელობაზე, წაიკითხე როდრიგო მუნიოს ავიას „იდეალური ოჯახი“.
ალექსს ღრმად სწამს, რომ საკუთარი ოჯახის იდეალურობას მხოლოდ თავად არღვევს. მისი მშობლები არასოდეს ყვირიან, არასოდეს კამათობენ და სახლშიც იდეალური წესრიგია, განსხვავებით მეზობლად მცხოვრები რაფა პანოჩას ოჯახისაგან, სადაც მუდმივად ჩართულია ტელევიზორი, სახლში კი ქაოსი და არეულობაა.
ერთ დღესაც ალექსს ეჭვი შეეპარება ოჯახის წევრების გულწრფელობაში და მალევე დარწმუნდება, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის აუცილებელი, იყო იდეალური.
ალექსს ღრმად სწამს, რომ საკუთარი ოჯახის იდეალურობას მხოლოდ თავად არღვევს. მისი მშობლები არასოდეს ყვირიან, არასოდეს კამათობენ და სახლშიც იდეალური წესრიგია, განსხვავებით
მეზობლად მცხოვრები რაფა პანოჩას ოჯახისაგან, სადაც მუდმივად ჩართულია ტელევიზორი, სახლში კი ქაოსი და არეულობაა.
ერთ დღესაც ალექსს ეჭვი შეეპარება ოჯახის წევრების გულწრფელობაში და მალევე დარწმუნდება, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის აუცილებელი, იყო იდეალური.
4. თუ ფიქრობ, რომ სოფელში გატარებული არდადეგები, შესაძლოა იმაზე საინტერესო, მოულოდნელი და დაუვიწყარი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ოდესმე წარმოგედგინა, მაშინ წაიკითხე იბენ აკერლის „ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“.

„ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტიას“ თუ არდადეგებზე წასაკითხი წიგნების სიას მიაკუთვნებ, ჩემსავით შეცდები, რადგან წიგნში წამოჭრილი თემები და საფიქრალი „ცდება“ ზაფხულის სამ თვეს.
საკუთარი თავის აღმოჩენა, მოზღვავებული ემოციები, სიყვარული, პატიების უნარი და რასიზმიც კი ავტორისეულ დინამიურ თხრობას მეტად ამძაფრებს და წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
ვინ არის ამბის მთავარი პერსონაჟი? – ის, როგორც თავად ამბობს „სადღაც შუაში მყოფი ადამიანია“. სწორედ მასთან ერთად აღმოაჩენ, რომ ერთ ზაფხულს ნამდვილად შეუძლია „ყველაფერი დაიტიოს“.
წიგნები VII-VIII კლასელებისთვის
1. თუ გჯერა, რომ ყველაზე დიდ უსამართლობასაც ოდესმე ამარცხებს ბავშვური სილაღე, სიმამაცე და მეგობრობა, წაიკითხე ჯანი როდარის „პატარა მაწანწალები“.
წიგნები VII-VIII კლასელებისთვის
1. თუ გჯერა, რომ ყველაზე დიდ უსამართლობასაც ოდესმე ამარცხებს ბავშვური სილაღე, სიმამაცე და მეგობრობა, წაიკითხე ჯანი როდარის „პატარა მაწანწალები“.
ანა, დომენიკო და ფრანჩესკო ჯერ კიდევ ძალიან მცირე ასაკში იწვნევენ საკუთარ თავზე ომის უმძიმეს შედეგებს. ბავშვების დედაც იძულებულია შვილები უცხო ადამიანებს მიაბაროს, რათა ისინი შიმშილისაგან იხსნას. წიგნის გმირების თავგადასავალიც სწორედ აქედან იწყება.
ამ დაუნდობელ ხეტიალში საკუთარი თავისა და ერთმანეთის იმედად დარჩენილი მოზარდები მაინც შეძლებენ, რომ გადარჩნენ, გაიგნონ გზა და საკუთარი ოცნებების ასახდენადაც ეყოთ გამბედაობა.
ანა, დომენიკო და ფრანჩესკო ჯერ კიდევ ძალიან მცირე ასაკში იწვნევენ საკუთარ თავზე ომის უმძიმეს შედეგებს. ბავშვების დედაც იძულებულია შვილები უცხო ადამიანებს მიაბაროს, რათა ისინი შიმშილისაგან იხსნას.
წიგნის გმირების თავგადასავალიც სწორედ აქედან იწყება.
ამ დაუნდობელ ხეტიალში საკუთარი თავისა და ერთმანეთის იმედად დარჩენილი მოზარდები მაინც შეძლებენ, რომ გადარჩნენ, გაიგნონ გზა და საკუთარი ოცნებების ასახდენადაც ეყოთ გამბედაობა.
2. თუ გგონია, დედამიწის მოუფრთხილებლობით შესაძლოა, ერთ დღესაც სამყარო ამოყირავდეს, წაიკითხე თეა თოფურიას „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“.
თუ გგონია, დედამიწის მოუფრთხილებლობით შესაძლოა, ერთ დღესაც სამყარო ამოყირავდეს, წაიკითხე თეა თოფურიას „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“.
ერთ დღეს გრინკო შორეულ კოსმოსში აღმოჩნდება და მისი უჩვეულო თავგადასავალიც აქედან იწყება. ბიჭი მალევე აღმოაჩენს, რომ ორასსართულიანი შენობის ბოლო სართულზეა გამოკეტილი სხვა დაბნეულ ადამიანებთან ერთად. ირგვლივ მუდმივი ღამეა და არსად ერთი ხეც არ მოჩანს. ტუცების სამყაროდან თავის დაღწევა მასაც ისევე სურს, როგორც პიას, მარიონს, ტულას და სხვებს. თავისუფლების მოსაპოვებლად კი მხოლოდ სიმამაცე არ კმარა.
ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი ეს წიგნი გვარწმუნებს, როგორი მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ არამხოლოდ ერთმანეთზე, არამედ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ, რადგან ეს თითქმის ერთი და იგივეა.
3. თუ ეძებ საკითხავს მოზარდებზე, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდებიან, მაშინ წაიკითხე ოლივერ შერცის „მოს შვიდი დღე“.
3.თუ ეძებ საკითხავს მოზარდებზე, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდებიან, მაშინ წაიკითხე ოლივერ შერცის „მოს შვიდი დღე“.
მო და კარლი გარეგნული მსგავსების მიუხედავად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტყუპები არიან. მო ადამიანთა უმეტესობას არ ჰგავს. მისი განსაკუთრებულობის გამო კარლს ხშირად უწევს უარი თქვას პირად სურვილებზე, გეგმებზე, გართობაზეც კი. მიუხედავად ამისა, ის ცდილობს ღირსეულად გაართვას თავი რთულ პასუხისმგებლობას და არ გაუცრუოს იმედი მშობლებს.
რამდენად იაზრებს ოჯახის ყველა წევრი დაკისრებულ მოვალეობას და ხომ არ იკარგებიან „ჩვეულებრივი“ შვილები „არაჩვეულებრივ“ შვილებზე მზრუნველობისას? ამ რთულ
მო და კარლი გარეგნული მსგავსების მიუხედავად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტყუპები არიან. მო ადამიანთა უმეტესობას არ ჰგავს.
კითხვებზე პასუხებს წიგნში მიაგნებ, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
მისი განსაკუთრებულობის გამო კარლს ხშირად უწევს უარი თქვას პირად სურვილებზე, გეგმებზე, გართობაზეც კი. მიუხედავად ამისა, ის ცდილობს ღირსეულად გაართვას თავი რთულ პასუხისმგებლობას და არ გაუცრუოს იმედი მშობლებს.
4. თუ გაინტერესებს, რა გავლენას ახდენს მშობლის ქმედება და სიტყვა შვილებზე, წაიკითხე ჯორდი სიერა ფაბრას „ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“.
4. თუ გაინტერესებს, რა გავლენას ახდენს მშობლის ქმედება და სიტყვა შვილებზე, წაიკითხე ჯორდი სიერა ფაბრას „ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“.
ახალგაზრდა ფსიქიატრს უცნაური პაციენტი მოუყვანეს, ბიჭუნა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვას იმეორებს, უცნაურად იქცევა, ისე, თითქოს უცხო სამყაროს ნაწილი იყოს. რა აწუხებს მოზარდს და ვის ახსენებს გამუდმებით? — ამ შეკითხვებს ფსიქიატრი წარმოუდგენელ პასუხებამდე მიჰყავს.
წიგნები IX-X კლასელებისთვის
1. თუ გაინტერესებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი ქალთა უფლებებზე, სამართლიანობასა და საზოგადოების შეხედულებებზე, წაიკითხე ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“.
წიგნები IX-X კლასელებისთვის
1. თუ გაინტერესებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი ქალთა უფლებებზე, სამართლიანობასა და საზოგადოების შეხედულებებზე, წაიკითხე ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“.
მარჩების ოჯახში ოთხი პატარა ქალი ცხოვრობს, ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათითა და მისწრაფებებით. მეგი, ჯო, ბეთი და ემი ყველა დროის გამორჩეული პერსონაჟები არიან. მათ საკუთარი ოცნებები და მიზნები ყოველდღიური რუტინიდან გაღწევას აიძულებთ.
ოჯახური ურთიერთობები, ქალთა უფლებები, მათი მოვალეობები და სოციალური მდგომარეობა წიგნში ოთხი დის მაგალითითაა
მარჩების ოჯახში ოთხი პატარა ქალი ცხოვრობს, ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათითა და მისწრაფებებით. მეგი, ჯო, ბეთი და ემი ყველა დროის გამორჩეული პერსონაჟები არიან.
მოთხრობილი და დღემდე მკითხველის უპირობო სიყვარულს იმსახურებს.
მათ საკუთარი ოცნებები და მიზნები ყოველდღიური რუტინიდან გაღწევას აიძულებთ.
2. თუ გაინტერესებს, რომ შეეძლოს, შეაჩერებდა თუ არა ადამიანი დროის მდინარებას მარადიული სილამაზის შესანარჩუნებლად, წაიკითხე ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“.
2. თუ გაინტერესებს, რომ შეეძლოს, შეაჩერებდა თუ არა ადამიანი დროის მდინარებას მარადიული სილამაზის შესანარჩუნებლად, წაიკითხე ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“.
მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი აღფრთოვანებულია ახალგაზრდა ყმაწვილი კაცის, დორიან გრეის სილამაზით და გადაწყვეტს შექმნას მისი პორტრეტი. ოსტატი ნამდვილ შედევრს ქმნის. საკუთარი მშვენიერებით აღტაცებული დორიანი კი ინატრებს, არასოდეს დაბერდეს და დარჩეს მარადიულად ახალგაზრდა. მისი სურვილი შესრულდება, თუმცა დიდი მსხვერპლის სანაცვლოდ.
როგორ „გაუძლებს დროს“ ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი და რა გადახდება თავს, ამას წიგნიდან შეიტყობ.
3. თუ გიყვარს ოცნება, გჯერა ადამიანების და, მიუხედავად იმედგაცრუებებისა, არასოდეს კარგავ სამყაროს რწმენას, წაიკითხე შარლოტ ბრონტეს „ჯეინ ეარი“.
და მნიშვნელოვანია, როგორც 1847 წელს, როდესაც წიგნი პირველად გამოიცა.
4. თუ ფიქრობ, რომ საბავშვო წიგნები უმთავრესად უფროსებისთვის იწერება, წაიკითხე ჯონ ბოინის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“.
4. თუ ფიქრობ, რომ საბავშვო წიგნები უმთავრესად უფროსებისთვის იწერება, წაიკითხე ჯონ ბოინის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“.
ავტორი მოგვითხრობს ჰოლოკოსტის შესახებ. წიგნში ორ ბიჭუნას ერთმანეთისგან საზარელი ომის მავთულხლართები აშორებთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ორ სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნიან, ბავშვები თანაბრად იწვნევენ გაბოროტებული ადამიანების სასტიკ გადაწყვეტილებებს.
წიგნები XI-XII კლასელებისთვის
1. თუ გინდა, გაიგო სტერეოტიპულ საზოგადოებაში მცხოვრები ორი მოზარდის საიდუმლო, წაიკითხე გრეგ სილვის “ჯასპერ ჯოუნსი”.
წიგნები XI-XII კლასელებისთვის
1. თუ გინდა, გაიგო სტერეოტიპულ საზოგადოებაში მცხოვრები ორი მოზარდის საიდუმლო, წაიკითხე გრეგ სილვის “ჯასპერ ჯოუნსი”.
13 წლის ჩარლი ბატკინი კლასის საუკეთესო მოსწავლეა, არ გამოირჩევა ფიზიკური მონაცემებით, ჰყავს ოჯახი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მამასთან. ჩარლისგან განსხვავებით ჯასპერ ჯოუნსი 14 წლის მოზარდია, რომელიც „თითქმის ობოლია“, არ სწავლობს, ხშირად შარში ეხვევა და ამიტომაც, საზოგადოება მის მიმართ უნდობლობითაა განმსჭვალული.
13 წლის ჩარლი ბატკინი კლასის საუკეთესო მოსწავლეა, არ გამოირჩევა ფიზიკური მონაცემებით, ჰყავს ოჯახი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მამასთან. ჩარლისგან განსხვავებით ჯასპერ
ამ ორ სრულიად განსხვავებულ თინეიჯერს საზარელი საიდუმლო აკავშირებთ. მისგან თავის დაღწევა კი არც თუ ისე მარტივია.
მწერალი მოზარდებისთვის დამახასიათებელი ლექსიკითა და დინამიური თხრობის სტილით პირველივე გვერდებიდან იპყრობს მკითხველის ყურადღებას და ისეთ თემებზე გვაფიქრებს, როგორიც რასიზმი, ბულინგი, ცილისწამება და მეგობრობაა.
ჯოუნსი 14 წლის მოზარდია, რომელიც „თითქმის ობოლია“, არ სწავლობს, ხშირად შარში ეხვევა და ამიტომაც, საზოგადოება მის მიმართ უნდობლობითაა განმსჭვალული.
ამ ორ სრულიად განსხვავებულ თინეიჯერს საზარელი საიდუმლო აკავშირებთ. მისგან თავის დაღწევა კი არც თუ ისე მარტივია.
მწერალი მოზარდებისთვის დამახასიათებელი ლექსიკითა და დინამიური თხრობის სტილით პირველივე გვერდებიდან იპყრობს მკითხველის ყურადღებას და ისეთ თემებზე გვაფიქრებს, როგორიც რასიზმი, ბულინგი, ცილისწამება და მეგობრობაა.
2. თუ გინდა, გაეცნო თინეიჯერი ავტორის მიერ გულწრფელობითა და პირდაპირობით დაწერილ წიგნს მის თანატოლებზე, წაიკითხე ს.ე. ჰინტონის “გარიყულები”.
2. თუ გინდა, გაეცნო თინეიჯერი ავტორის მიერ გულწრფელობითა და პირდაპირობით დაწერილ წიგნს მის თანატოლებზე, წაიკითხე ს.ე. ჰინტონის “გარიყულები”.
„სამყაროში ჯერ კიდევ უამრავი კარგი რამაა დარჩენილი“ — ეუბნება წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი მთავარ გმირს და ავალებს, ეს დანარჩენებსაც შთააგონოს.
14 წლის პონიბოი მეგობრებთან ერთად „გრიზერების“ ჯგუფის წევრია. „სოცების“ მოწინააღმდეგეთა ბანაკში ყოფნა კი ყოველდღიურ ფათერაკს, უთანხმოებას და გადარჩენისთვის ბრძოლას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, პონიბოიმ იცის, რომ ამ სასტიკ რეალობაშიც კი შესაძლებელია გადარჩე და „ოქროდ დარჩე“.
3. თუ სამეცნიერო ფანტასტიკაზე დაწერილი წიგნები გაინტერესებს, წაიკითხე ამ თემატიკის ერთ-ერთი ყველაზე გულში ჩამწვდომი ამბავი, დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“.
3. თუ სამეცნიერო ფანტასტიკაზე დაწერილი წიგნები გაინტერესებს, წაიკითხე ამ თემატიკის ერთ-ერთი ყველაზე გულში ჩამწვდომი ამბავი, დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“.
წიგნის მთავარი პერსონაჟი ჩარლი გორდონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, რომელსაც წერა-კითხვის სწავლა უნდა და ამ დაუოკებელი სურვილის გამო ჩაერთვება სამეცნიერო ექსპერიმენტში.
მკითხველიც ჩარლისთან ერთად გადის განვითარების ყველა საფეხურს და ყოველ ჯერზე მასთან ერთად განიცდის ცოდნის აღმოჩენით გამოწვეულ სიხარულსა თუ იმედგაცრუებას.
წიგნის მთავარი პერსონაჟი ჩარლი გორდონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, რომელსაც წერა-კითხვის სწავლა უნდა და ამ დაუოკებელი სურვილის გამო ჩაერთვება
სამეცნიერო ექსპერიმენტში.
მკითხველიც ჩარლისთან ერთად გადის განვითარების ყველა საფეხურს და ყოველ ჯერზე მასთან ერთად განიცდის ცოდნის აღმოჩენით გამოწვეულ სიხარულსა თუ იმედგაცრუებას.
4. თუ ფიქრობ, რომ ქალებზე და ქალებისთვის დაწერილი ლიტერატურა ის ხმაა, რომელსაც სამყაროში ბოროტების ჩახშობა შეუძლია, წაიკითხე სანდრა სისნეროსის „სახლი მანგოს ქუჩაზე“.
4. თუ ფიქრობ, რომ ქალებზე და ქალებისთვის დაწერილი ლიტერატურა ის ხმაა, რომელსაც სამყაროში ბოროტების ჩახშობა შეუძლია, წაიკითხე სანდრა სისნეროსის „სახლი მანგოს ქუჩაზე“.
მექსიკელი წარმოშობის ამერიკელი მწერლის გამორჩეული თხრობის სტილით დაწერილი მცირეტანიანი რომანი მოზარდი გოგონას ჩანახატებს წარმოადგენს. მკითხველი ესპერანსასთან ერთად ყურს უგდებს მის ბავშვობას, რომელიც, უმეტესწილად, უუფლებო, ოცნებაწართმეული ქალების მოგონებებით საზრდოობს.
ესპერანსა, რომლის სახელიც „იმედს“ ნიშნავს, ცდილობს თავი დააღწიოს გენდერულ უთანასწორობას, რასიზმს, თუ საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნებას. თვითდამკვიდრების გზაზე კი მისთვის დედის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.