როგორ ეხმარებიან პი და პო ბავშვებს ემოციურ განვითარებაში

10 June, 2025
პი და პო

დავრჩეთ. მართალია პოს დაბადების დღის ტორტი, რომელიც პიმ საჩუქართან ერთად მიართვა, მოულოდნელად ჰაერში „აიჭრა“ და შემდეგ ძირს დაენარცხა, რის გამოც ორივე გმირი საშინლად დამწუხრდა, თუმცა, რომ არა ეს ამბავი, პის არ მოუვიდოდა  ბრწყინვალე იდეა თავში – გამოეცხო  ნამცხვარი მეგობრის დაბადების დღისთვის და ზეიმი გაეგრძელებინათ. ამ შემთხვევამ ორივე გმირს პრობლემის გადაჭრის გზა ასწავლა და აღმოაჩენინა, თუ როგორ შეიძლება უსიამოვნო ამბავი თავისდა სასიკეთოდ შემოატრიალონ და გუნებაც არ გაიფუჭონ, რაც შეიძლება პატარებისთვის მაგალითად იქცეს.

ნებართვა, სანამ თვითონაც მასზე ქროლვას გადაწყვეტდა. ასე ბავშვები თავადაც მიხვდებიან, რომ ყოველთვის ითხოვონ ნებართვა, სანამ სხვის ნივთს აიღებენ. ამას გარდა, წიგნი ემოციური მხარდაჭერის და ემპათიის გრძნობასაც გააღვივებს პატარა მკითხველში, მათ აუცილებლად შეებრალებათ სკუტერიდან გადმოვარდნილი პო, დაინახავენ მხარდაჭერის მაგალითსაც პისგან და თვითონაც თანაუგრძნობენ საყვარელ გმირს. 

არც ისე თავაზიანად მოიქცნენ. კონფლიქტის დასასრულს ბაჭიამ და თაგუნამ შეცდომა გააცნობიერეს, ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს და ჩაეხუტნენ, სახლში მისულებმა კი პლასტილინისგან თაგუნები და ბაჭიები გამოძერწეს. წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მეგობართან ჩხუბი არ ღირს და ყველაზე სწორი საქციელი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება და შეთანხმებაა. ეს გზავნილი უფროსებისთვისაც საყურადღებო შეიძლება გამოდგეს, რათა თავადაც იმუშაონ ბავშვებთან ისეთი სოციალური უნარების ჩამოყალიბებაზე, როგორებიცაა თხოვნა, ბოდიშის მოხდა, კომპრომისის მიღწევა, რიგის დაცვა, მოლაპარაკებაზე წასვლა და ა.შ.

პი და პო ბუშტს ასეირნებენ
არ არის მარაგში
არ არის მარაგში

პი და პო ბუშტს ასეირნებენ

14,90 

აფრინდა და მერე კი უცებ… ბუფ! და გასკდა! რა თქმა უნდა, პი ძალიან დაღონდა, იტირა კიდეც, მაგრამ პომ დადარდიანებული მეგობრის გასამხიარულებლად მაინც მოიფიქრა რაღაც და მისი გაღიმებაც შეძლო. წიგნის გმირები თავიანთი საქციელით პატარებს პოზიტიური ქცევის მაგალითსაც სთავაზობენ: როდესაც მეგობარს ნუგეში და დახმარება სჭირდება, როცა მეგობარს უჭირს და დაღონებულია, ჩახუტება და დამშვიდება ძალიან მნიშვნელოვანია. გესმოდეს რას გრძნობს სხვა და ხედავდე მის ემოციებს, ეს კარგი ემოციური ინტელექტის მაჩვენებელია. 

პი და პო დასაძინებლად ემზადებიან
არ არის მარაგში
არ არის მარაგში

პი და პო დასაძინებლად ემზადებიან

14,90 

დამშვიდებაში დაეხმარო. ეს წიგნი ძილისთვის დადებითი განწყობის ჩამოყალიბებაში და ძილის რუტინის წასახალისებლადაც გამოადგებათ მშობლებს. პატარებისთვის საინტერესო იქნება იმის მოსმენა, როგორ იძინებენ მათი საყვარელი წიგნის გმირები, რა რიტუალები აქვთ, სანამ დასაძინებლად წავლენ და რამ შეიძლება დაამშვიდოს ისინი ძილის წინ ოთახში მარტო დარჩენილები.


ისევე როგორც ზრდასრულები, ბავშვებიც უამრავ ემოციას განიცდიან, ემოციების ამოცნობა და პოზიტიური გზით გამოხატვა კი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ის ბავშვები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი ემოციები, უფრო თავდაჯერებულად უმკლავდებიან გამოწვევებს, არიან ემპათიურები, თანატოლებთან უკეთესი კომუნიკაციით გამოირჩევიან და ქცევასთან დაკავშირებული ნაკლები სირთულე ახასიათებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ მათ საკუთარი ემოციების ამოცნობა. პი და პოს თავგადასავლების ყველა წიგნში ნაჩვენებია სხვადასხვა ემოცია, რომელსაც განიცდიან წიგნის გმირები სხვადასხვა სიტუაციაში – როცა ბედნიერები, მოწყენილები ან გაბრაზებულები არიან. ბავშვებთან ემოციებზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია მათი ემოციური ინტელექტის განვითარებისთვისაც, საბავშვო წიგნები კი ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია. 


მცირე ასაკში სხვადასხვა სახის ტექსტთან ურთიერთობა ბავშვის კოგნიტურ და სოციო-ემოციურ განვითარებასაც უწყობს ხელს, ეხმარება უკეთ შეიმეცნოს სამყარო, განივითაროს ლოგიკური მსჯელობის უნარი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა მარტივად შეძლოს. ამას გარდა, კითხვა პატარას ეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში და იმპულსების მართვაში, რაც საბოლოოდ სასკოლო მზაობასაც ქმნის.