მკითხველის თარო – თამთა მელაშვილი

14 May, 2025

რუბრიკაში – “მკითხველის თარო” სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდებით და მათ მრავალფეროვან ლიტერატურულ გემოვნებას გაეცნობით.

თამთა მელაშვილი – მწერალი, აქტივისტი და მკვლევარია.

ოტესა მოშფეგი – „ჩემი დასვენებისა და განტვირთვის წელიწადი” –  რომ ვიცოდეთ, როგორი შეიძლება იყოს მძინარე მზეთუნახავი, ვისთვისაც აბებით გამოხმობილი დიდი ძილქუში – სულიერი გამოზამთრება და ხელახალი დაბადებაა.

ლეილა სლიმანი – „იავნანა” – თვალი რომ  გავუსწოროთ  ქალების ყველაზე ძლიერ, ბნელ და უთქმელ შიშს და მის მიღმა კიდევ  მეტი სიმძაფრით დავინახოთ მარტოობა და სასოწარკვეთა.

კლარის ლისპექტორი – „ველურ გულთა ახლოს, ვარსკლვავის დრო” რომ ვიმოგზაუროთ ჯადოსნურ, თვალუწვდენელ, ყველასგან განსხვავებულ სამყაროში, რომელსაც არც დასაწყისი და არც დასასული არ გააჩნია.

მეგი ნელსონი – „არგონავტები” – რომ გავიგოთ, როგორია ჟანრობრივად ყველაზე მოუხელთებელი და იმავდროულად, ყველაზე ლამაზად დაწერილი წიგნი ინტიმზე, სიყვარულსა და იდენტობაზე.

გამომცემლობა: პოლინომიალი

გვადალუპე ნეტელი – „დედისერთა” –  რომ დაგვემსხვრეს ყველაზე დიდი მითი “დედობრივ ინსტინქტზე” და გავთავისუფლდეთ.